Jump to content

Recommended Posts

Posted

Bloomberg-ის ცნობილი ჟურნალისტი მარკ გურმანის თქმით მრავალი წლის განმავლობაში პირველად Apple Watch-ის დიზაინში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. ჟურნალისტის თქმით, Series 7 სმარტ-საათებს "ბრტყელ ეკრანებ და კიდეები ექნება". 

image.jpeg 

theverge.com 

ცნობილია, რომ დისპლეები ოდნავ უფრო დიდი იქნება Series 6-ში გამოყენებულ დისპლეებთან შედარებით. შესაძლოა კორპუსის ზომაც უფრო დიდი იყოს, ვიდრე ადრე - ყოველი მოდელის ზომა იზრდება 1 მილიმეტრით, 41-45 მმ-მდე. გარდა ამისა, გურმანის თქმით, Apple წარადგენს მრავალრიცხოვან „სკინებს“ ეკრანებისთვის იმისთვის, რომ გაამართლოს მათი ზომაში გაზრდა. 

განახლებული დიზაინის გარდა Series 7 მოდელებს უფრო სწრაფი პროცესორები ექნება. სენსორების სისტემაში განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, არ არის გამორიცხული, რომ Apple-მა შესაძლოა დაუმატოს სხეულის ტემპერატურის სენსორი ახალ მოდელებს. 

დიზაინის განახლება გახდება Apple-ის ციკლის გაგრძელება, რომელიც გულისხმობს სმარტ-საათების განახლება ყოველ სამ წელიწადში, უფრო კონკრეტულად - უნდა შეიქმნას ამგვარი განახლების ტრენდი. პირველად და უკანასკნელად Apple-მა შეცვალა Apple Watch Series 4-ის კორპუსის დიზაინი, ძირითადი ელემენტები შენარჩუნდა მეექვსე სერიამდე. 

კომპანია ახალ სმარტ-საათებს ტრადიციულად სექტემბერში აანონსებს, ამიტომ ახალი სმარტ-საათის რელიზამდე სულ ცოტა დრო დარჩა. გასულ წელს Series 6 და SE სერიის სმარტ-საათების პრემიერა გახდა სექტემბრის მთავარი ღონისძიება, iPhone 12-ს წარდგენა კი ოქტომბერში შედგა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.