Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Lenovo ამზადებს პორტატულ კომპიუტერ Yoga Slim 7 Pro-ს, რომელიც აღჭურვილი იქნება Cezanne სერიის ახალ პროცესორ AMD Ryzen 5000HS Creator Edition-ით. 

image.jpeg 

კერძოდ, მოხსენიებულ იქნა ორი ჩიპი - AMD Ryzen 7 5800HS Creator Edition და Ryzen 9 5900HS Creator Edition. ორივე მათგანს აქვს 8 ბირთვი ინსტრუქციის ერთდოულად 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. TDP-ის დონე 35 ვატს შეადგენს. მესამე დონის ქეში მოცულობაა 16 მბ. 

Ryzen 7 5800HS და Ryzen 9 5900HS ჩიპებთან შედარებით Creator Edition ვერსიები ხასიათდება გაზრდილი საბაზისო სიხშირეებით. ორი პროცესორიდან პირველი მათგანის სიხშირე 2.8 გჰც-დან გაზრდილია 3.2 გჰც-მდე, მეორე მათგანისა - 3.0-დან 3.3 გჰც-მდე. ამასთან მაქსიმალური სიხშირე ტურბო-რეჟიმში უცვლელი დარჩა - 4.4 და 4.6 გჰც, შესაბამისად. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ პორტატული კომპიუტერი Yoga Slim 7 Pro კონტენტის შემქმნელებისთვისაა განკუთვნილი. მომხმარებლები შეძებენ არჩევანის გაკეთებას 2.8K (2880 × 1800 პიქსელი) და 2.2K (2240 × 1400 პიქსელი) დისპლეების მქონე მოდიფიკაციებს შორის. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გიგაბაიტამდეა, მყარი დისკის მოცულობა - 1 ტბ-მდე. გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX450.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.