Magdalena Posted September 1, 2021 Posted September 1, 2021 ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Lenovo ამზადებს პორტატულ კომპიუტერ Yoga Slim 7 Pro-ს, რომელიც აღჭურვილი იქნება Cezanne სერიის ახალ პროცესორ AMD Ryzen 5000HS Creator Edition-ით. კერძოდ, მოხსენიებულ იქნა ორი ჩიპი - AMD Ryzen 7 5800HS Creator Edition და Ryzen 9 5900HS Creator Edition. ორივე მათგანს აქვს 8 ბირთვი ინსტრუქციის ერთდროულად 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. TDP-ის დონე 35 ვატს შეადგენს. მესამე დონის ქეშის მოცულობაა 16 მბ. Ryzen 7 5800HS და Ryzen 9 5900HS ჩიპებთან შედარებით Creator Edition ვერსიები ხასიათდება გაზრდილი საბაზისო სიხშირეებით. ორი პროცესორიდან პირველი მათგანის სიხშირე 2.8 გჰც-დან გაზრდილია 3.2 გჰც-მდე, მეორე მათგანისა - 3.0-დან 3.3 გჰც-მდე. ამასთან მაქსიმალური სიხშირე ტურბო-რეჟიმში უცვლელი დარჩა - 4.4 და 4.6 გჰც, შესაბამისად. tomshardware.com ცნობილია, რომ პორტატული კომპიუტერი Yoga Slim 7 Pro კონტენტის შემქმნელებისთვისაა განკუთვნილი. მომხმარებლები შეძლებენ არჩევანის გაკეთებას 2.8K (2880 × 1800 პიქსელი) და 2.2K (2240 × 1400 პიქსელი) დისპლეების მქონე მოდიფიკაციებს შორის. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გიგაბაიტამდეა, მყარი დისკის მოცულობა - 1 ტბ-მდე. გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX450. https://bit.ly/3gL7zc6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.