Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა წარადგინა თეთრი ფერის ოთხი მოწყობილობა Moonlight White სერიაში: კლავიატურა ROG Strix Scope NX TKL Moonlight White, მაუსი ROG Strix Impact II Moonlight White, აგრეთვე ყურსასმენები ROG Strix Go Core Moonlight White და ROG Cetra II Core Moonlight White. 

image.jpeg 

ფოტოების წყარო: ASUS 

კლავიატურა ROG Strix Scope NX TKL Moonlight White-ს კომპაქტური დიზაინი აქვს: მას არ გააჩნია ციფრული ღილაკების ბლოკი მარჯვენა ნაწილში. გამოიყენება მექანიკური გადამრთველები ROG NX Mechanical Switch. რეალიზებულია ღილაკების ინდივიდუალური განათება, კომპიუტერთან დაკავშირებისთვის კი განკუთვნილია USB 2.0 პორტი. ფუნქციები Anti-Ghosting და N-Key Rollover საშუალებას იძლევა კორექტულად მოხდეს ერთდროულად რამდენიმე ღილაკზე დაჭერის ამოცნობა.

image.jpeg 

ROG Strix Impact II Moonlight White აღჭურვილია 6200 DPI ოპტიკური სენსორით. Omron-ის ძირითადი გადამრთველები გათვლილია 50 მილიონი ოპერაციისთვის. დანერგილია საფირმო ფერადი განათება ASUS Aura RGB. კავშირის ინტერფეისი USB. 

image.jpeg 

ჰედსეტი ROG Strix Go Core Moonlight White-ს 40-მილიმეტრიანი გამომსხივებელი აქვს ნეოდიმური მაგნიტებით, ხელმისაწვდომია მიკროფონი რეგულირებად ღერძზე. 3.5-მილიმეტრიანი კონექტორის წყალობით მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია კომპიუტერთან, გეიმინგ კონსოლებსა და მობილურ გაჯეტებთან. 

image.jpeg 

და ბოლოს, ყურსასმენ ROG Cetra II Core Moonlight White-ს in ear ტიპის კონსტრუქცია აქვს, მისი გამომსხივებლები 9.4-მილიმეტრიანია და სიხშირის დიაპაზონია 20-დან 40 კჰც-მდე. დაკავშირებისთვის განკუთვნილია 3.5-მილიმეტრიანი დამაკავშირებელი. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.