Jump to content

Recommended Posts

Posted

ღონისძიება Smarter Living 2022-ზე Xiaomi-მ წარადგინა Mi Notebook Pro და Mi Notebook Ultra. ეს ლეპტოპები მიმდინარე წელს გამოშვებული RedmiBook Pro 14-სა და RedmiBook Pro 15-ს მსგავსია. 

image.jpeg 

მოწყობილობების კორპუსი ალუმინის შენადნობითაა დამზადებული. Pro მოდელი იწონის 1.46 კგ-ს და მისი სისქეა 17.3 მმ, Ultra მოდელის მონაცემები კი არის 1.79 კგ წონა და 17.9 მმ სისქე. 

ორივე ლეპტოპი სამ ვარიანტად გამოვა. საბაზისო ვერსია აღჭურვილია მე-11 თაობის Intel Core i5-11300H პროცესორით, აქვს 8 გბ DDR4 3200 მჰც ოპერატიული მეხსიერება და 512Gb NVMe SSD. საშუალო ვერსიას იგივე კონფიგურაციაა გააჩნია, თუმცა ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გიგაბაიტია. ტოპ ვარიანტს ექნება უფრო მძლავრი პროცესორი Core i7-11370H (მე-11 თაობა) და იმავე მოცულობის ოპერატიული მეხსიერება და SSD, რაც საშუალო მოდიფიკაციას. 

image.jpeg 

წარმოდგენილ ორ ლეპტოპს შორის ძირიადი განსხვავება მდგომარეობს დისპლეისა და ბატარეაში. Pro მოდელს აქვს 14-დუიმიანი LCD-დისპლეი გაფართოებით 2560 x 1600 პიქსელი, 215 PPI, გვერდების შეფარდება - 16:10. მხარდაჭერილია 100%-იანი sRGB ფერთა გამა, სიკაშკაშის მაჩვენებელია 300 ნიტი. ხელმისაწვდომია TÜV Rheinland ლურჯი გამოსხივების დაბალი დონე. 

Ultra მოდელის დისპლეის ზომა 15.6 დუიმია, გაფართოება შეადგენს 3.2K-ს (3200 x 2000 პიქსელი), გააჩნია 242 PPI და 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. 

პორტებს რაც შეეხება, ლეპტოპებზე ხელმისაწვდომია 1 x USB Type-C, 1 x Thunderbolt 4, 1 x USB 3.2 Gen 1 Type-A, 1 x USB 2.0 Type-A, 1 x HDMI და 1 x 3.5 მმ აუდიო კონექტორი. დაკავშირებისთვის გამოიყენება Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1.  

გარდა ამისა, ლეპტოპებს აქვთ სამდონიანი კლავიატურა განათებით, 1.3 მმ სვლის და სპეციალური მაკრო-ღილაკებით. მოწყობილობებში გამოყენებულია ორი 2-ვატიანი სტერეოდინამიკი DTS Audio-ს მხარდაჭერით. სხვა მახასიათებლებში შედის HD 720p ვებ-კამერა და თითის ანაბეჭდის სკანერი Windows Hello-ს მხარდაჭერით. 

პროგრამულ უზრუნველყოფას რაც შეეხება, ლეპტოპები მუშაობენ Microsoft Windows 10-ზე, მოწყობილობებში წინასწარ დაყენებულია Microsoft Office 2019 და Mi SmartShare. შემდგომში შესაძლებელი იქნება განახლება Windows 11-მდე. 

და ბოლო, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი: ორ კომპიუტერს აქვს 65-ვატიანი fast charge-ის მხარდაჭერა, Pro მოელს კი 56-ვატიანი ბატარეა აქვს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.