Magdalena Posted August 27, 2021 Posted August 27, 2021 CFRA-ს ანალიტიკოსებმა სცადეს დაედგინათ ვინ ისარგებლებს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დაძაბულობით. ანალიტიკური ჩანაწერის ავტორების აზრით Intel-მა თავისი IDM 2.0 პროგრამით დროული გადაწყვეტილება მიიღო ნახევარგამტარი ჩიპების საკონტრაქტო წარმოების ბიზნესის განვითარებისათვის. დასავლურ ქვეყნებს ურჩევნიათ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება ჩინეთსა და მის მეზობელ ტაივანზე, შესაბამისად, დიდი ალბათობით მოისურვებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შეკვეთების კორპორაცია Intel-ის ობიექტებზე გადატანას, რომლებიც განთავსდება ზემოთხსენებული რეგიონის ფარგლებს გარეთ. დაახლოებით 2023 წლის შემდეგ Intel-ის ბიზნესის ეს ხაზი კარგი ტემპით განვითარდება. მეხსიერების მიკროსქემების დასავლური მწარმოებლებისთვის ჩინეთის სწრაფვა - შეიძინოს ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა - კარგს არაფერს მოასწავებს: ჩინური კომპანიები კარგად ვითარდებიან, ორიენტირდებიან შიდა ბაზრის საკმაოდ მოწინავე პროდუქტებით მომარაგებაზე. პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში HP და Dell დაკარგავენ პოზიციებს ჩინეთის ბაზარზე და პოზიციას ჩინურ Lenovo-ს დაუთმობენ, რომელიც ამჟამად უკვე მსოფლიო ლიდერია. კომპანია Apple, როგორც პროგნოზის ავტორები აღნიშნავენ, ღირსეულ ადგილს დაიკავებს ჩინეთის ძვირადღირებული სმარტფონების ბაზარზე ლოკალური ბრენდების დიდი პოპულარობის გათვალისწინებითაც კი. https://bit.ly/3kuZVns
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now