Jump to content

Recommended Posts

Posted

Xiaomi-მ წარადგინა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიში და აღნიშნა შემოსავლის 64%-ით ზრდა, აგრეთვე განაცხადა, რომ შეიძინა კომპანია Deepmotion, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილებისთვის განკუთვნილი ავტოპილოტირების ტექნოლოგიების შექმნაზე. 

image.jpeg 

Xiaomi-მ სტარტაი 77.37 მლნ აშშ დოლარად შეიძინა. ეს შენაძენი ჩინურ კომპანიას საშუალებას მისცემს გააძლიეროს პოზიცია უპილოტო ავტომობილების სფეროში, რომლის მიმართ იგი ბოლო დროს დიდ ინტერესს ამჟღავნებს. მარტში Xiaomi-მ განაცხადა, რომ აპირებს 10 მლრდ აშშ დოლარის დახარჯვას ელექტრომობილების ბაზარზე შესვლისთვის. დღესდღეობით ჯერ არ გახმაურებულა რაიმე დეტალი ამ გეგმასთან დაკავშირებით, თუმცა ცნობილია, რომ კომპანია აქტიურად აგროვებს ხსენებული სფეროს სპეციალისტებს. Xiaomi აგრეთვე მოლაპარაკებებს აწარმოებს ავტოინდუსტრიის ბევრ მონაწილესთან, მაგრამ ამ მიმართულებით ხელმძღვანელობისგან არაფერი კონკრეტდება. 

ფინანსურ ანგარიშს რაც შეეხება, Xiaomi-ს გაყიდვების მოცულობამ მეორე კვარტალში მიაღწია 13.56 მლრდ აშშ დოლარს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 8.27 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსების პროგნოზი 13.05 მლრდ აშშ დოლარი იყო. ამასთან, წმინდა მოგებამ შეადგინა 0.98 მლრდ აშშ დოლარი, მისმა ზრდამ - 87.4% გასული წლის ამავე კვარტალთან შედარებით და ეს შედეგი ანალიტიკოსების პროგნოზებს აღემატება. ასეთი შთამბეჭდავი შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა აშშ-ის მიერ Huawei Technologies-ისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, რამაც ხელი შეუწყო Xiaomi-ს სმარტფონების მწარმოებელ ქვეგანყოფილებას, აგრეთვე დაეხმარა Oppo-სა და Vivo-ს საბაზრო წილის გაზრდაში. 

Canalys-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Xiaomi-ს წილი სმარტფონების გლობალურ ბაზარზე გაიზარდა 83%-ით მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში კომპანიამ გამოუშვა 52.8 მილიონი სმარტფონი, გადააჭარბა Apple-ს და გახდა მსოფლიოში სიდიდით მეორე მწარმოებელი Samsung-ის შემდეგ. თუ ჩავთვლით მხოლოდ ივნისის მიწოდებებს, მაშინ Xiaomi გახდა მსოფლიო ლიდერი ზოგადად. თუმცა ჩინეთის ბაზარზე კომპანია კვლავ ჩამორჩება Oppo-ს და Vivo-ს მიწოდების მოცულობის თვალსაზრისით. 

კომპანიის შემოსავლის უმეტესი ნაწილი მოდის მობილური ტელეფონებიდან, ხოლო შემოსავლის სხვა წყაროებია ონლაინ რეკლამა და სხვა სამომხმარებლო პროდუქტები. Xiaomi-ს ინტერნეტ სერვისების ბიზნესმა, რომელსაც შემოსავალი აპლიკაციების შიდა რეკლამებიდან მოაქვს, ასევე დააფიქსირა 19.1%-იანი წლიური ზრდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.