Jump to content

Recommended Posts

Posted

კალიფორნიის ანაჰაიმში 25 იანვარს გამართული პრეს-კონფერენციის განმავლობაში, კორპორაციის Intel ვიცე-პრეზიდენტმა დებორა კონრადმა (Deborah Conrad) განაცხადა, რომ ჯგუფის Black Eyed Peas-ის ლიდერთან და პროდუიუსერთან will.i.am (უილიამ ჯეიმს ადამს-უმცროსი, William James Adams, Jr.) თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს მოეწერა ხელი.

intel_william_11.jpg

კონტრაქტის შესაბამისად will.i.am ინოვაციების კრეატიული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. პროცესორული გიგანტის მუსიკოსთან თანამშრომლობა რამოდენიმე წელს გაგრძელდება, რომელთა განმავლობაშიც იგი მონაწილეობას მიიღებს Intel-ის სმარტფონებისთვის, ნოუთბუქებისთვის და პლანშეტებისთვის გადაწყვეტების შემუშავებაში. ამას გარდა, will.i.am სპეციალურად Intel-თვის რამოდენიმე მუსიკალური კომპოზიციის დაწერა გადაწყვიტა.

intel_william_21.jpg

თავის მხრივ, პროცესორული გიგანტი, მუსიკოსთან თანამშრომლობისას, ახალგაზრდულ კულტურაში აღიარებას იმედოვნებს. როგორც დებორა კონრადმა განაცხადა, სწორედ ახალგაზრდული კულტურა იღებს ყველაზე სწრაფად ურთიერთობის ახალ ფორმებს, მოწინავე ტექნოლოგიებსა და ახალი ტიპის მოწყობილობებს.

წყარო: intel.com

  • Upvote 3

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.