Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მაკსმა განაცხადა, რომ მისმა აეროკოსმოსურმა კომპანიამ უკვე წარადგინა თანამგზავრული კავშირის 100 ათასი ტერმინალი 14 ქვეყნის მოქალაქეების სწრაფი უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოფისთვის. სხვა ქვეყნებში კომპანიამ განაცხადები შეიტანა მომსახურების გაწევისთვის ლიცენზიის მიღების შესახებ. 

image.jpeg 

SpaceX-ის ხელმძღვანელის თქმით ბოლო სამი კვირის განმავლობაში Starlink-ის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა 10 ათასით - ივლისის ბოლოს ამ სერვისს 90 000 მომხმარებელი ჰყავდა. 

Starlink არის ილონ მასკის ცნობილი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ათიათასობით თანამგზავრისგან შემდგარი ქსელის შექმნას, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილი. სერვისის საცდელი ბეტა ვერსია ამოქმედდა 2020 წლის ბოლოს, მისი ღირებულება იყო 99 აშშ დოლარი თვეში მიწოდების საფასურის, საკომისიოს, დამონტაჟების ღირებულების გარეშე. თავად ნაკრები Starlink Kit მოიცავს თანამგზავრულ „თეფში-ანტენას“, სადგამს, კვების წყაროსა და Wi-Fi როუტერს. 

SpaceX-მა ახლახანს გამოაქვეყნა ინტერნეტის მობილური ვერსიების გავრცელების გეგმები - თვითმფრინავებისთვის, გემებისთვის და სატვირთო მანქანებისთვისაც კი. SpaceX-ის პრეზიდენტ Gwynne Shotwell-ის თქმით უახლოეს წლებში იგეგმება Starlink-ის ცალკე კომპანიად გადანაწილება და შემდგომი IPO-ზე გასვლა. შოთველი პროგნოზირებს, რომ სატელიტური ქსელის შექმნა დაახლოებით 10 მლრდ აშშ დოლარი დაჯდება. 

გასულ კვირაში გაჩნდა ცნობა, რომ SpaceX აპირებს რაკეტა Starship-ის, როგორც ძირითადი საშუალების გამოყენებას, რათა ორბიტაზე გაიყვანოს ახალი თაობის თანამგზავრები Starlink Gen2. კოსმოსში უკვე იმყოფება სერვისის 1740 თანამგზავრი, ახალი სისტემის ფარგლებში იგეგმება კიდევ 30 ათასი თანამგზავრის დამატება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.