Magdalena Posted August 24, 2021 Posted August 24, 2021 მობილურ აპლიკაცია Vine-ის თანადამფუძნებელმა დომ ჰოფმანმა დააანონსა ბლოკჩეინ-კონსოლი Supdrive, რომელიც იყენებს არაურთიერთჩანაცვლებად ტოკენებს (NFT) ვირტუალური კარტრიჯებისა და თამაშების სახით. პროექტის Discord-არხზე ჰოფმანმა განაცხადა, რომ Supdrive ორიენტირებულია „ძველი სტილის ისეთ არკადულ თამაშებზე“, როგორებიცაა Galaga, Pacman და Asteroid. ბლოკჩეინ-კონსოლის გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის. „Firmware-ის განახლებებით თამაშები უფრო რთული ხდება. შესაძლოა, ერთ დღეს ვიხილოთ Super Supdrive ან Supdrive 64“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა. Supdrive-ზე პირველ თამაშს ეწოდება Origin. მისი შექმნით უშუალოდ ჰოფმანი დაკავდება. თუკი საქმე კარგად წავა, იგი გეგმავს პლატფორმის ამოქმედებას, რომელზეც გარე გუნდები შეძლებენ კონსოლისთვის საკუთარი პროექტების განთავსებას. რადგანაც Supdrive-ის კარტრიჯები NFT-ის სახით გამოვა, მათი ტირაჟი შეზღუდულია. The Verge-თან საუბრისას ჰოფმანმა აღნიშნა, რომ თამაშის თითოეული ასლი უნიკალური იქნება - მომხმარებლები მიიღებენ სხვადასხვა ვიზუალურ პარამეტრს და სირთულის განსხვავებულ დონეებს. პროექტის დამფუძნებლის თქმით, ამ მხრივ Supdrive იქნება პლატფორმა Art Blocks-ის მსგავსი, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას პროგრამები NFT-ის პროცედურული გენერაციისთვის. შეგახსენებთ, აგვისტოში NFT-თამაშ Axie Infinity-ს ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა. https://bit.ly/3kfCzSv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.