Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

მობილურ აპლიკაცია Vine-ის თანადამფუძნებელმა დომ ჰოფმანმა დააანონსა ბლოკჩეინ-კონსოლი Supdrive, რომელიც იყენებს არაურთიერთჩანაცვლებად ტოკენებს (NFT) ვირტუალური კარტრიჯებისა და თამაშების სახით. 

პროექტის Discord-არხზე ჰოფმანმა განაცხადა, რომ Supdrive ორიენტირებულია „ძველი სტილის ისეთ არკადულ თამაშებზე“, როგორებიცაა Galaga, Pacman და Asteroid. ბლოკეინ-კონსოლის გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის.  

image.png 

Firmware-ის განახლებებით თამაშები უფრო რთული ხდება. შესაძლოა, ერთ დღეს ვიხილოთ Super Supdrive ან Supdrive 64“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა. 

Supdrive-ზე პირველ თამაშს ეწოდება Origin. მისი შექმნით უშუალოდ ჰოფმანი დაკავდება. თუკი საქმე კარგად წავა, იგი გეგმავს პლატფორმის ამოქმედებას, რომელზეც გარე გუნდები შეძლებენ კონსოლისთვის საკუთარი პროექტების განთავსებას. 

რადგანაც Supdrive-ის კარტრიჯები NFT-ის სახით გამოვა, მათი ტირაჟი შეზღუდულია. The Verge-თან საუბრისას ჰოფმანმა აღნიშნა, რომ თამაშის თითოეული ასლი უნიკალური იქნება - მომხმარებლები მიიებენ სხვადასხვა ვიზუალურ პარამეტრს და სირთულის განსხვავებულ დონეებს. 

პროექტის დამფუძნებლის თქმით, ამ მხრივ Supdrive იქნება პლატფორმა Art Blocks-ის მსგავსი, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას პროგრამები NFT-ის პროცედურული გენერაციისთვის. 

შეგახსენებთ, აგვისტოში NFT-თამაშ Axie Infinity-ს ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.