Magdalena Posted August 24, 2021 Posted August 24, 2021 კომპანია AMD-მ აამოქმედა Infinity Hub, ახალი პორტალი პროექტებისთვის ღია კოდით, რომლებიც HPC-ში გამოიყენება. ეს არ არის კომპანიის პირველი ინიციატივა ამ სფეროში, თუმცა, როგორც ჩანს, იგი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულია. Infinity Hub ორიენტირებულია მაღალი წარმადობის გამომთვლელ გადაწყვეტილებებზე (HPC), რომლებიც იმუშავებს პირველ რიგში AMD Instinct ამაჩქარებლებზე და არა Radeon-ზე. პორტალის იდეაა არსებული პროგრამული უზრუნველყოფების გადატანა პლატფორმა Radeon Open Compute-ზე (ROCm) და არა - ახალი გადაწყვეტილებების შემუშავება ნულიდან. ამჟამად პორტალზე ხელმისაწვდომია ინსტრუქციები, როგორ უნდა მიიღოს და გამოიყენოს მომხმარებელმა ROCm-ზე ოპტიმიზებული AMBER, Chroma, CP2K, GROMACS, NAMD, OpenMM, PyTorch, SPECFEM3D და TensorFlow პაკეტების ვერსიები. ზოგიერთ ამ პროექტს უკვე აქვს ROCm-ის მხარდაჭერა, ასე რომ ასეთ შემთხვევებში უბრალოდ აღწერილია ტექნიკური ასპექტები. ROCm-ს შეუძლია მუშაობა ზოგიერთ სამომხმარებლო ამაჩქარებელ Radeon-ზე, თუმცა მეტი ყურადღება სწორედ Instinct-ს ეთმობა. როგორც აღინიშნა, AMD ცდილობს Infinity Hub აქციოს ისეთ რესურსად, რომელიც გაამარტივებს HPC-ის სამუშაო დატვირთვის ამოქმედებას გამომთვლელ ამაჩქარებლებზე. ეს ინიციტივა აგრეთვე საშუალებას იძლევა გაერთიანდეს ყველა აუცილებელი მონაცემი ერთ სივრცეში. https://bit.ly/3B5gSeS
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now