Magdalena Posted August 23, 2021 Posted August 23, 2021 კომპანია Intel-მა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში გამოუშვებს დისკრეტულ გრაფიკულ ამაჩქარებლებს Arc Alchemist (DG2), რომლებიც წარმოდგენილი იქნება დესკტოპ და მობილურ სეგმენტებში. Barron’s-ის ვებ-გვერდზე J.P. Morgan-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ვიდეო დაფებს ყველანაირი შანსი აქვთ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ NVIDIA-სა და AMD-ს გრაფიკულ ამაჩქარებლებს, თუმცა მათ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად არგუმენტები არ მოუყვანიათ. ფოტოს წყარო: Twitter, Raja Koduri Citi-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ Intel-ს შესაძლოა პრობლემები შეექმნას TSMC-სთან თანამშრომლობისას. პირველ რიგში, Intel დამოკიდებული არ იქნება მხოლოდ საკუთარ საწარმოო სიმძლავრეზე და TSMC-ის მხრიდან ნებისმიერი შეფერხება Intel-ს პრობლემებს შეუქმნის. მეორე - AMD გააგრძელებს Intel-ზე ზეწოლას და Intel-ის მოგება შემცირდება TSMC-ის კომპონენტების წარმოების სიმძლავრეზე დამოკიდებულების შემთხვევის გარეშეც. გარდა ამისა, Intel-ს მოუწევს უზარმაზარი თანხის დახარჯვა საკუთარი წარმოების გაფართოებაზე. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი აღმასრულებელი დირექტორის, პატრიკ გელსინგერის მიერ შემოთავაზებული სტრატეგია საბოლოოდ მიიყვანს კომპანიას სწრაფ წარმატებამდე. https://bit.ly/3gnuEBg
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now