Jump to content

Recommended Posts

Posted

 image.png

წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტომ ემერმა განხილვისთვის ხელმეორედ შეიტანა კანონპროექტი ბლოკჩეინის უფლებრივი განსაზღვრის შესახებ. 

მსგავსი ინიციატივით იგი პირველად 2019 წელს გამოვიდა. იმ დროს ემერმა განსახილველად წარადგინა სამი დოკუმეტი, რომელთა შორის იყო ციფრული ვალუტებისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის რეზოლუცია და მხარდაჭერა, აგრეთვე საბეგარო რეგლამენტის განსაზღვრის აქტი ფორკებისა და ეარდროპის კონტექტში. 

კანონპროექტის პირველი ვერსია მიზნად ისახავს პოტენციური რეგულირებისგან ისეთი ბლოკჩეინ-კომპანიების იზოლირებას, რომლებიც არ იღებენ მომხმარებლების ფულს შენახვისთვის. 

”მაინერები და მრავალმხრივი მომსახურების მმწოდებლები არ უნდა დარეგისტრირდნენ როგორც ფულადი საშუალებების ოპერატორები, რადგან ისინი არ ინახავენ მომხმარებელთა ფულს,” - განაცხადა ემერმა. 

შეგახსენებთ, აგვისტოში სენატმა წარმომადგენელთა პალატას გაუგზავნა კანონპროექტი ინფრასტრუქტურული ხარჯების დაფინანსების შესახებ ინდუსტრიისთვის არასასურველი ფორმულირებით. მასში ნახსენები „ბროკერის“ განმარტება მოიცავდა არა მხოლოდ ციფრული აქტივების გაცვლას ან ბაზარს, არამედ, მაგალითად, მაინერებს, ვალიდატორებსა და საფულეების დეველოპერებს. 

მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ანა ეშუმ ღია წერილში სპიკერ ნენსი პელოსის სთხოვა შესწორებები შეეტანა ინფრასტრუქტურის კანონპროექტში არსებულ კრიპტოვალუტების დაბეგვრის დებულებებში. 

კონგრესმენებმა Patrick McHenry-მ და Glenn Thompson-მა SEC-ისა და CFTC-ის წარმომადგენლებს მოუწოდეს ბაზრის მონაწილეებან ერთად შექმნან ციფრულ აქტივებზე ერთობლივი სამუშაო გუნდი, რათა მიღწეულ იქნას ომპრომისი რეგულირებებსა და ინოვაციებს შორის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.