Jump to content

Recommended Posts

Posted

რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ AMD-ის ინჟინრებმა დაიწყეს DisplayPort 2.0 ინტერფეისის დანერგვა სამომავლო გრაფიკული ამაჩქარებლების დრაივერებში. მიიჩნევა, რომ სტანდარტის მხარდაჭერა რეალიზებული იქნება RDNA 3 არქიტექტურის ბაზაზე არსებულ Radeon ვიდეო დაფებში. მათი გამოსვლის ოფიციალური თარიღები ჯერ უცნობია, არაოფიციალური ცნობების თანახმად გამოსვლა მოსალოდნელია 2022 წლის შუა ან ბოლო პერიოდში. ამავე დროს, DP 2.0 ინტერფეისის მხარდაჭერის მქონე პირველი დისპლეები სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს გამოჩნდება. მომდევნო წლის დასაწყისში ბაზარზე გამოვა ვიდეო დაფები Intel Arc და, როგორც ჩანს, მათი ერთ-ერთი უპირატესობა იქნება DP 2.0-ის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

რესურსი Phoronix აცხადებს, რომ Intel-მა გამოაქვეყნა განახლებების პირველი ნაკრები Linux i915 ბირთვების დრაივერებში DP 2.0 ინტერფეისის სრულფასოვანი დანერგვისთვის. განახლებებში აშკარად იკვეთება კავშირი DG2 სერიის ვიდეო დაფებთან, რომლებიც ოფიციალურად დაანონსდა კოდური დასახელბით - Alchemist. ერთ-ერთ პატჩში ხაზგასმულია UHBR მონაცემთა გადაცემის ულტრა მაღალი სიჩქარის რეჟიმების მხარდაჭერა 128b/132b არხების კოდირებით. 

image.png

წყარო:lists.freedesktop.org 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.