Jump to content

Recommended Posts

Posted

Google იქნება კიდევ ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც უარს იტყვის სმარტფონების კომპლექტში დამტენის შეტანაზე. საძიებო გიგანტმა განაცხადა, რომ Pixel 5A იქნება სერიის ბოლო მოწყობილობა, რომელსაც დამტენი მოყვება. ამრიგად, Pixel 6 და 6 Pro, რომელთა გამოსვლა შემოდგომისთვისაა დაგეგმილი, მოკლებული იქნება დამტენ მოწყობილობებს. 

image.jpeg 

Google აცხადებს, რომ მომხმარებლების უმეტესობას უკვე აქვს კვების ბლოკი USB Type-C კონექტორით, ამიტომ კომპანია აუცილებლად არ მიიჩნევს ჩართოს ახალი დამტენი სმარტფონების კომპლექტში. Apple-მა და Samsung-მაც მსგავსი არგუმენტი მოიყვანეს, როდესაც განაცხადეს დამტენის მიწოდებიდან ამოღების შესახებ. გარდა ამისა, ამგვარი გადაწყვეტილება მართლდება ეკოლოგიის მხრივაც, რაც სავსებით სარწმუნოა - დამტენი მოწყობილობების წარმოებისთვის საჭირო რესურსების დაზოგვა დიდ როლს თამაშობს. 

image.jpeg 

შეგახსენებთ, რომ პირველი კომპანია, რომელმაც სმარტფონების კომპლექტიდან დამტენი მოწყობილობის ამოღებაზე თქვა უარი, იყო Apple. მის გადაწყვეტილებას კონკურენტები კრიტიკულად და ცინიზმით შეხვდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ბევრი მათგანი მიჰყვება მის მაგალითს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.