Magdalena Posted August 19, 2021 Posted August 19, 2021 კვარტალური ანგარიშისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე AMD-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ CDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული გამოთვლითი ამაჩქარებლების პირველი ნიმუშები უკვე გაეგზავნა დამკვეთებს. ინვესტორებისადმი განკუთვნილ პრეზენტაციაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ CDNA 2 თაობის ამაჩქარებლების წარდგენა მიმდინარე წლის ბოლოს შედგება. ფოტოს წყარო: AMD შეგახსენებთ, რომ CDNA არის გეიმინგ-არქიტექტურა RDNA-ს ევოლუციური განშტოება. ეს უკანასკნელი მალე მესამე თაობას შეიცვლის, CDNA მას ამ ნუმერაციაში ერთი ნაბიჯით ჩამორჩება. ამრიგად, CDNA 2-ში წარმოდგენილი უნდა იყოს AMD-ს ყველა მოწინავე არქიტექტურული ცვლილება, რომლებიც შემოთავაზებულია სერვერული ამაჩქარებლებისა და სუპერკომპიუტერების სეგმენტებში. მოარული ხმების დონეზე, Instinct MI200 ამაჩქარებლებს უნდა ჰქონდეს ორკრისტალიანი სტრუქტურა და მათში გამოყენებული იქნება HBM2E ტიპის მეხსიერება ჯამში 128 გბ მოცულობით. ეს ამაჩქარებლები დრაივერებში, როგორც მიღებულია, ფიგურირებენ პირობითი დასახელებით - Aldebaran. არაოფიციალური ცნობებით, ორ ჩიპლეტს, რომლებიც უფრო მოწინავე ტექნოლოგიითაა წარმოებული, ვიდრე ამჟამინდელი 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, შეუძლიათ ჯამში 16384 ნაკადური პროცესორის დატევა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ამაჩქარებლებისთვის 6-ნანომეტრიანი კომპონენტები კომპანია TSMC-მ გამოუშვას. კონტარქტორის არჩევის მხრივ AMD-ს განსაკუთრებული ალტერნატივა არ გააჩნია, ტექნოპროცესის კონკრეტული აღწერა კი ოფიციალურ დოკუმენტებში არ ფიგურირებს. https://bit.ly/2VZwmlx
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now