Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-მა ინვესტორებს გაუზიარა, რომ ფლობს კრიპტობირჟა Coinbase-ის აქციების მცირე წილს. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტები მიაწოდა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC). 

 Coinbase-23-12-20-HERO-v1.jpg

Coinbase-ში Intel-ის წილი მართლაც მცირეა, იგი შეფასებულია დაახლოებით 800 ათას აშშ დოლარად (3014 აქცია). კომპანიას არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძინა ეს აქციები. ეს შესაძლოა მომხდარიყო აპრილში, როდესაც Coinbase ბირჟაზე გავიდა, ან ამ მომენტის შემდეგ ნებისმიერ დროს. როგორც ჩანს, აქციების შესყიდვა სტრატეგიული მიზნებით განხორციელდა. 

სხვა კომპანიების აქტივების შესყიდვა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის სტრანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს. ამგვარ ქმედებებს ახორციელებენ ან სტრატეგიული პარტნიორობის უზრუნველყოფის მიზნით, ან ინვესტიციებისთვის - იმედით, რომ აქციების ფასი გაიზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ აქციების წილი მცირეა ორივე კომპანიის მასშტაბებისთვის, ლოგიკურია ვარაუდი, რომ გადაწყვეტილება პირველ ვარიანტს შეესაბამება. 

მ ჰიპოთეზას ადასტურებს ის ფაქტი, რომ Intel-მა გაასაჯაროვა ინფორმაცია ჯამში დაახლოებით 170 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის შესახებ. ამასთან, Coinbase-ის აქციები აღმოჩნდა ყველაზე მცირე პოზიცია, ყველაზე მეტი ფული კი (160 მლნ აშშ დოლარი) ჩადებულია McAfee-ში, რომელიც ადრე Intel-ის ნაწილი იყო. გარდა ამისა, ჩამონათვალში აღმოჩნდა ნახევრადგამტარი აღჭურვილობის მწარმოებელი MaxLinear და კომპანია Shift4, რომელიც ანგარიშსწორების დამუშავებაზეა სპეციალიზებული. 

2020 წელს Coinbase-ის მოგების მოცულობამ 21 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებელთან 800 ათას აშშ დოლარიანი წილი უმნიშვნელო მაჩვენებელია. ასეა თუ ისე, რიპტობირჟას ჰყავს მსხვილი ინვესტორები, კერძოდ ARK Invest, რომლის წილი 2 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.