Jump to content

Recommended Posts

Posted

SpaceX-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიმდინარე წელს არის Starship-ის პირველი ორბიტალური გაშვება. ეს გრანდიოზული მოვლენა უნდა მოხდეს წლის ბოლოსთვის, მაგრამ ილონ მასკის კომენტარებზე დაყრდნობით მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა ხომალდის გაშვებისთვის მზადყოფნამდე. 

 image.jpeg

SpaceX-ის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ Twitter-ში კვლავ გააზიარა რამდენიმე დეტალი. მასკის კომენტარის თანახმად Starship ორბიტალური ფრენისთვის რამდენიმე კვირაში იქნება მზად, შემდეგ კი საჭირო იქნება ნებართვის მოპოვება მარეგულებელი ორგანოების მხრიდან. ნებართვის მიღების პროცესი შესაძლოა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს, აგრეთვე, SpaceX-ის ხელმძღვანელს არაფერი უთქვამს დამატებითი ტესტირებების ჩატარების შესახებ, თუმცა ფაქტია ხომალდი მალე მზად იქნება და ეს დიდი მიღწევაა. 

აგვისტოს დასაწყისში SpaceX-მა დაასრულა სუპერმძიმე ამაჩქარებელ Super Heavy Booster 4-ზე მუშაობა და დაამონტაჟა მასში 29 Raptor ძრავი, აგრეთვე მოამზადა რაკეტა Starship ორბიტალური ფრენისთვის.იგი პირველად აღიჭურვა ექვსი ძრავით, რომელთაგან სამი ვაკუუმურია. Booster 4-თან ერთად მთლიანი კონსტრუქციის სიმაღლე 120 მეტრს შეადგენს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.