Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ინტერნეტის მომხმარებელთა უმეტესობისთვის ცნობილია Boston Dynamics-ის რობოტიზებულ ძაღლ Spot-ის არსებობის შესახებ, რომელიც კომპანიის დაკვეთით მზადდება და ღირს 75 ათას აშშ დოლარზე მეტი. რობოტს ფართო ფუნქციონალი გააჩნია და მისი გამოყენება საყოფაცხოვრებო პირობებშიც შეიძლება, თუმცა მომხმარებელს მისი ღირებულება აფრთხობს. 

კომპანია Xiaomi-მ დაიწყო საკუთარი რობო-ძაღლის შექმნაზე მუშაობა, რომელიც გარეგნულად Spot-ის მსგავსი იქნება, სახელად კი ეწოდება CyberDog. რობოტი აღიქვამს პატრონის ხმოვან ბრძანებებს და შეუძლია სახის მობრუნება. რობოტის საბაზისო ფუნქციონალი საკმაოდ მოკრძალებულია, იგი უბრალოდ უკან დაყვება მფლობელს, აწვდის თათს და ნახტომს აკეთებს უკუმიმართულებით, თუმცა რობოტში ჩამონტაჟებული მიკროკომპიუტერი Jetson Xavier NX საშუალებას იძლება რობოტი აპლიკაციის მეშვეობით იმართოს. 

CyberDog-ის სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/37Cm5Of 

ზემოთხსენებული მიდგომა ზრდის რობოტის ფუნქციონალს აპლიკაციის მეშვეობით, 128 გბ მოცულობის SSD, HDMI და Type-C პორტები კი ხელს უწყობენ ამაში. Spot-ის ჩინური ანალოგის ფასია 1500 აშშ დოლარი, შედეგად იგი ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომ რობოტად ითვლება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.