Jump to content

Recommended Posts

Posted

ენთუზიასტმა Fritzchens Fritz -მა გააზიარა ერთ-ერთი ჰიბრიდული AMD Ryzen 5000G პროცესორის ინფრაწითელი ფოტოები, რომელსაც მოხსნილი აქვს თბოგამანაწილებელი სახურავი. შეგახსენებთ, ამ სერიაში წარმოდგენილია როგორც მობილური, ისე დესკტოპ სეგმენტის კონფიგურაციები, რომლებიც შეიცავს 8-მდე Zen 3 ბირთვს და ინტეგრირებულ Vega გრაფიკას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Fritzchens Fritz 

თავად AMD- ადრე წარადგინა ახალი სერიის APU-ის შიდა სტრუქტურის ოფიციალური სურათები, თუმცა ესენი იყო მხოლოდ მხატვრული წარმოდგენებ და არა - რეალური ფოტომასალა. 

image.jpeg 

image.jpeg 

კვლევისთვის Fritzchens Fritz-მა გამოიყენა ჩიპი Ryzen 5 5600G. ამ პროცესორს მხოლოდ 6 ბირთვი აქვს, თუმცა იგი აგებულია იმავე კრისტალზე, რაზეც უფროსი რვაბირთვიანი Ryzen 5 5700G, რომელშიც ორი ბირთვი გამორთულია. 

image.jpeg 

როგორც წყარო აღნიშნავს, უფრო დიდი Zen 3 ბირთვების გამო Cezanne APU-ების ფართობი 16%-ით აღემატება ჰიბრიდულ Renoir- Zen 2 ბირთვზე და აღწევს 179.9 მმ2-ს. სპეციალისტების ანალიზი აჩვენებს, რომ Cezanne კრისტალის ნაწილი, რომელზეც გამომთვლელი ბირთვებია განთავსებული, 27%-ით დიდია Renoir-თან შედარებით. 

image.jpeg 

Renoir-ის კრისტალი დეტალებში 

image.jpeg 

Cezanne-ის კრისტალი დეტალებში 

ენთუზიასტების აზრით AMD-ს შეეძლო მეტი iGPU ბირთვების დამატება ჩიპის შემადგენლობაში, რათა გამოეყენებინა არა რვა, არამედ მეტი PCIe ხაზი. თუმცა როგორც ჩანს, კრისტალის საწარმოო ღირებულება და ენერგომოხმარების დონე კომპანიისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.