Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კრიპტო ბირჟა Coinbase-მა დაამატა კრიპტოვალუტების - IoTeX (IOTX), Orion Protocol (ORN), Tribe (TRIBE) და TerraUSD (UST) მხარდაჭერა Ethereum-ის ქსელის ბაზაზე. 

მომხმარებლებისთვის აქტივები ხელმისაწვდომია ონლაინ-პლატფორმის ან კომპანიის Android-და iOS-აპლიკაციების მეშვეობით. მონეტებით ვაჭრობა აგრეთვე მხარდაჭერილია Coinbase Pro პლატფორმაზე. 

Coinbase-ზე ვაჭრობის დაწყების შემდეგ პლატფორმა IoTeX-ის ტოკენის კოტირებები (ტოკენები განკუთვნილია IoT მოწყობილობებისა და დეცენტრალიზებული პროგრამების დასაკავშირებლად) 42%-ით გაიზარდა. IOTX-ის კურსმა გახსნის მომენტიდან 0.116 აშშ დოლარიდან 0.165 აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა მომდევნო ვარდნის პირობებში 0.108-მდე შემცირდა. 

image.png 

წყარო: TradingView. 

პროექტ Orion Protocol-ის მონეტის ფასი, რომელიც განკუთვნილია ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ბირჟების ლიკვიდურობის ერთ პლატფორმაზე გაერთიანებისთვის, აგრეთვე გაიზარდა ლისტინგის დაწყებისას. ORN-ის ფასი 9.9 აშშ დოლარიდან 10.48$-მდე გაიზარდა. კორექციის შემდეგ იგი დაახლოებით 9.7 აშშ დოლარად იყიდება. 

image.png 

წყარო: TradingView. 

Tribe (TRIBE) Fei პროტოკოლით მართვადი ტოკენია, რომელიც უშვებს დოლარზე მიბმულ დეცენტრალიზებულ Stablecoin-ს, სახელად FEI. TRIBE-ის ფასი Coinbase-ზე აღწერილ ტრაექტორიას მიჰყვა- გაიზარდა 0.756-დან 0.808 აშშ დოლარამდე, შემდეგ მოხდა კორექცია. სტატიის წერის მომენტში კოტირებები დაახლოებით 0.73 $-ის დონეზეა - გახსნამდე არსებულ ფასზე დაბალი. 

image.png 

წყარო: TradingView. 

დეცენტრალიზებული Stablecoin TerraUSD-ის (UST) ღირებულება ერთი აშშ დოლარის ტოლია. მონეტა არ არის მხარდაჭერილი ფიატური რეზერვებით ან ფასიანი ქაღალდებით, ერთი UST-ის გამოსაშვებად აუცილებელია დაიწვას 1$ ღირებულების Terra (LUNA) სარეზერვო აქტივი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.