Jump to content

Recommended Posts

Posted

Ethereum-ის ღირებულების ზრდასთან ერთად შესაძლოა კვლავ გაჩნდეს ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც AMD-ის ახალ დაფას უქმნის საფრთხეს. Reddit-ის ინფორმაციის თანახმად AMD Radeon RX 6600 XT კარგ შედეგს აჩვენებს მაინინგში და შესანიშნავ ეფექტურობას გვთავაზობს სხვა მოწყობილობებთან შედარებით. 

image.png 

AMD-ის RDNA2 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები, როგორც წესი, მაინინგში არ გამოიყენება NVIDIA-ს Ampere არქიტექტურის მოდელებთან შედარებით მაღალი ფასისა და გაცილებით დაბალი მაინინგ-წარმადობის გამო. RDNA2 გრაფიკულ პროცესორებში წარმადობაზე განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს მეხსიერების ვიწრო სალტეები. 

image.jpeg 

თუმცა, როგორც ტესტებიდან ჩანს, ეს პრობლემა არ ეხება გრაფიკულ პროცესორ Navi 23-ზე დამყარებულ ვიდეო დაფებს. Radeon RX 6600 XT დაფა, რომელსაც აქვს 2048 ნაკადური პროცესორი, 8 გბ GDDR6 მეხსიერება 128-ბიტიანი ინტერფეისით, დემონსტრირებს 28 MH/s წარმადობას 93 ვატი სიმძლავრის პირობებში. ამგვარი შედეგები მიიღო Dizzy Mining-მა, რომელმაც გამოიყენა MSI RX 6600 XT Gaming X. მაინინგის სიჩქარის გაზრდის მიზნით მან გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური სიხშირე 1.2 გჰც-მდე შეამცირა და გაზარდა მეხსიერების სამუშაო სიხშირე 2.2 გჰც-მდე. განხორციელებული მანიპულაციების შემდეგ მაინინგის წარმადობა 32 MH/s-მდე გაიზარდა, ენერგომოხმარება კი 55 ვატამდე შემცირდა. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.