Magdalena Posted August 13, 2021 Posted August 13, 2021 Ethereum-ის ღირებულების ზრდასთან ერთად შესაძლოა კვლავ გაჩნდეს ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც AMD-ის ახალ დაფას უქმნის საფრთხეს. Reddit-ის ინფორმაციის თანახმად AMD Radeon RX 6600 XT კარგ შედეგს აჩვენებს მაინინგში და შესანიშნავ ეფექტურობას გვთავაზობს სხვა მოწყობილობებთან შედარებით. AMD-ის RDNA2 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები, როგორც წესი, მაინინგში არ გამოიყენება NVIDIA-ს Ampere არქიტექტურის მოდელებთან შედარებით მაღალი ფასისა და გაცილებით დაბალი მაინინგ-წარმადობის გამო. RDNA2 გრაფიკულ პროცესორებში წარმადობაზე განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს მეხსიერების ვიწრო სალტეები. თუმცა, როგორც ტესტებიდან ჩანს, ეს პრობლემა არ ეხება გრაფიკულ პროცესორ Navi 23-ზე დამყარებულ ვიდეო დაფებს. Radeon RX 6600 XT დაფა, რომელსაც აქვს 2048 ნაკადური პროცესორი, 8 გბ GDDR6 მეხსიერება 128-ბიტიანი ინტერფეისით, დემონსტრირებს 28 MH/s წარმადობას 93 ვატი სიმძლავრის პირობებში. ამგვარი შედეგები მიიღო Dizzy Mining-მა, რომელმაც გამოიყენა MSI RX 6600 XT Gaming X. მაინინგის სიჩქარის გაზრდის მიზნით მან გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური სიხშირე 1.2 გჰც-მდე შეამცირა და გაზარდა მეხსიერების სამუშაო სიხშირე 2.2 გჰც-მდე. განხორციელებული მანიპულაციების შემდეგ მაინინგის წარმადობა 32 MH/s-მდე გაიზარდა, ენერგომოხმარება კი 55 ვატამდე შემცირდა. https://bit.ly/3yHIDJl Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.