Jump to content

Recommended Posts

Posted

დაიწყო Mini LED დისპლეის მქონე უახლესი MacBook Pro-ს მასობრივი წარმოება. Apple-ის საწარმოო პარტნიორების ჯაჭვში არსებული წყაროების მონაცემებით აგვისტოდან ნოემბრამდე მიწოდების მოცულობა იქნება 600 ათასიდან 800 ათასამდე ეგზემპლარი ყოველთვიურად. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ Apple აპირებს განაახლოს 14- და 16-უიმიანი MacBook Pro ლეპტოპები, რომელთა გამოშვების შესახებ ხმები უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება. უახლესი მონაცემებით ახალი მოწყობილობები გამოვა მიმდინარე წლის ბოლომდე ახალ iPhone-თან, Apple Watch-სა და AirPods-თან ერთად. ცნობილია, რომ ახალი MacBook Pro-ს წარმოება მესამე კვარტლის დასაწყისიდან დაიწყო. 

დრე DigiTimes აცხადებდა, რომ ახალი ლეპტოპები გაყიდვაში სექტემბრიდან გამოვა iPhone 13-სა და Apple Watch Series 7-თან ერთად. თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა გაცილებით სარწმუნოა, რომ Apple Mini LED ეკრანისა და საკუთარი არქიტექტურის ARM-პროცესორის მქონე MacBook Pro-სთვის მოახდენს ახალი ღონისძიების ორგანიზებას, რომელიც მთლიანად Mac-ს მიეძღვნება. 

გასულ კვირას Apple-მა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მონაცემთა ბაზაში შეიტანა ბევრი ახალი პროდუქტი, მათ შორის Mac და Apple Watch. განაცხადი შეიცავს მოდელების მხოლოდ კოდურ ნომრებს, თუმცა სავსებით სარწმუნოა, რომ საუბარი ეხება MacBook Pro-სა და Apple Watch Series 7-ს ახალ ვარიანტებს. 

ნებისმიერ შემთხვევაში, რა დროისთვისაც უნდა გეგმავდეს Apple პრემიერას, ახალ ლეპტოპებზე მოთხოვნა მეტად მაღალი იქნება. არსეული ცნობების თანახმად, Apple-მა მოახდინა 200 მლნ აშშ დოლარზე მეტის ინვესტირება სამომავლო ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Mini-LED დისპლეების წარმოების გაფართოებაში და ბოლო დროს აქტიურად ეძებს დამატებით კომპანიებს მიწოდების ჯაჭვში ინტეგრაციისათვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.