Magdalena Posted August 11, 2021 Posted August 11, 2021 დაიწყო Mini LED დისპლეის მქონე უახლესი MacBook Pro-ს მასობრივი წარმოება. Apple-ის საწარმოო პარტნიორების ჯაჭვში არსებული წყაროების მონაცემებით აგვისტოდან ნოემბრამდე მიწოდების მოცულობა იქნება 600 ათასიდან 800 ათასამდე ეგზემპლარი ყოველთვიურად. ცნობილია, რომ Apple აპირებს განაახლოს 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro ლეპტოპები, რომელთა გამოშვების შესახებ ხმები უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება. უახლესი მონაცემებით ახალი მოწყობილობები გამოვა მიმდინარე წლის ბოლომდე ახალ iPhone-თან, Apple Watch-სა და AirPods-თან ერთად. ცნობილია, რომ ახალი MacBook Pro-ს წარმოება მესამე კვარტლის დასაწყისიდან დაიწყო. ადრე DigiTimes აცხადებდა, რომ ახალი ლეპტოპები გაყიდვაში სექტემბრიდან გამოვა iPhone 13-სა და Apple Watch Series 7-თან ერთად. თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა გაცილებით სარწმუნოა, რომ Apple Mini LED ეკრანისა და საკუთარი არქიტექტურის ARM-პროცესორის მქონე MacBook Pro-სთვის მოახდენს ახალი ღონისძიების ორგანიზებას, რომელიც მთლიანად Mac-ს მიეძღვნება. გასულ კვირას Apple-მა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მონაცემთა ბაზაში შეიტანა ბევრი ახალი პროდუქტი, მათ შორის Mac და Apple Watch. განაცხადი შეიცავს მოდელების მხოლოდ კოდურ ნომრებს, თუმცა სავსებით სარწმუნოა, რომ საუბარი ეხება MacBook Pro-სა და Apple Watch Series 7-ის ახალ ვარიანტებს. ნებისმიერ შემთხვევაში, რა დროისთვისაც უნდა გეგმავდეს Apple პრემიერას, ახალ ლეპტოპებზე მოთხოვნა მეტად მაღალი იქნება. არსებული ცნობების თანახმად, Apple-მა მოახდინა 200 მლნ აშშ დოლარზე მეტის ინვესტირება სამომავლო ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Mini-LED დისპლეების წარმოების გაფართოებაში და ბოლო დროს აქტიურად ეძებს დამატებით კომპანიებს მიწოდების ჯაჭვში ინტეგრაციისათვის. https://bit.ly/3ApWpAU Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.