Jump to content

Recommended Posts

Posted

მარსის კოლონიზაციის შესახებ საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს, სრულფასოვანი გეგმა წითელ პლანეტაზე ადამიანების გაგზავნის შესახებ ჯერ არავის წარუდგენია, თუმცა ილონ მასკმა თამამი განცხადებები გააკეთა, რომ მარსზე ადამიანს 2026 წელს წაიყვანს. შესაძლოა იმ დროისთვის შესაძლებელი გახდეს მოხალისეების შეგროვება და პირველი ფრენის დაგეგმვა, ჯერჯერობით კი NASA მონაწილეობაში იწვევს მოხალისეებს მარსზე ცხოვრების ერთწლიანი იმიტაციის მისიაში, რომელიც 2022 წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი. 

image.jpeg 

NASA გეგმავს შეისწავლოს ადამიანების ქცევა მკაცრ გარემოში გრძელვადიანი სახმელეთო მოდელირების პირობებში პოტენციური პრობლემების გამოვლენის მიზნით. მისიების სერია, რომლის სახელწოდებაა Crew Health and Performance Exploration Analog, შედგება სამი ერთწლიანი ფაზისგან, რომლებიც ასახავს ადამიანის მარსის ზედაპირზე ყოფნის მოდელირებას. 

მოხალისეებისგან ჩამოყალიბდება ოთხი კაცისგან შემდგარი ჯგუფები, ისინი იცხოვრებენ და იმუშავებენ კომპანია ICON-ის მიერ 3D-პრინტერით აგებულ მოდულ Mars Dune Alpha-ში. ჯგუფები მუდმივად შეეჯახებიან სტრესულ სიტუაციებს, მონაწილეობას მიიღებენ ღია კოსმოსში გასვლის იმიტაციაში, კვლევებში, სხვადასხვა რობოტექნიკის ტესტირებაში. NASA განიხილავეს კანდიდატებს 30-დან 35 წლამდე, რომელთაც გააჩნიათ მაგისტრის წოდება საინჟინრო მიმართულებით ან მფრინავებს არანაკლებ ათასი საათი ფრენის გამოცდილებით.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.