Magdalena Posted August 6, 2021 Posted August 6, 2021 დღესდღეობით მიმდინარე წლის ყველაზე დიდი მოლოდინის და ინტერესის გამომწვევი სმარტფონებია Pixel 6 და Pixel 6 Pro. Google-მა გააზიარა სამომავლო სმარტფონების ზოგიერთი მახასიათებელი, რომელთაგან უმთავრესია საფირმო ჩიპსეტი Tensor. ეს გახლავთ სმარტფონებისთვის განკუთვნილი, Google-ის პირველი სრულფასოვანი ერთკრისტალიანი პლატფორმა, რაც საკმაოდ დამაინტრიგებელია: შეძლებს თუ ვერა კომპანია დაუპირისპირდეს უფრო მეტად გამოცდილ Qualcomm-ს, MediaTek-ს ან Samsung-ს? წყარო: theverge.com ახალი ჩიპი სამომავლო სმარტფონების ერთ-ერთი საინტერესო დეტალი იქნება. არსებული მონაცემების თანახმად მის წარმოებაში Samsung მონაწილეობდა. Tensor-ში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ამოცანების დამუშავებისთვის საჭირო წარმადობის ოპტიმიზაციას. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი თაობის Pixel-ის გამოშვებისას Google-მა საფირმო სმარტფონებში დანერგა ფუნქციები, რომლებიც დამყარებული იყო ისეთ მანქანურ სწავლებებზე, როგორებიცაა HDR+ და Night Sight, შედეგად მიიღწეოდა მაღალი ხარისხის ფოტოგადაღება. მიიჩნევა, რომ Pixel 6 სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება კიდევ უფრო ვრცელი შესაძლებლობები მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღებისთვის. წყარო: theverge.com სხვა დეტალების პარალელურად, Tensor-ს გააჩნია მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაფართოებული საშუალებები დაშიფვრის გასაღებ Titan M2-ის გამოყენების წყალობით. რაც შეეხება წარმადობას, Google-ს ჯერჯერობით არ გაუზიარებია ჩიპსეტის ტესტირების შედეგები, თუმცა ბევრი წყარო ვარაუდობს, რომ Tensor წარმადობით Apple-ის ჩიპებს გაუტოლდება. მოსალოდნელია, რომ Pixel 5-სგან განსხვავებით ახალი Google Pixel 6 და 6 Pro ფლაგმანური სმარტფონები იქნება, რაც, ბუნებრივია, მათ ფასზეც აისახება. ანალიტიკოსების ვარაუდით, Pixel 6 Pro-ს ღირებულება 1000 აშშ დოლარს გადააჭარბებს. https://bit.ly/3frn48l Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.