Jump to content

Recommended Posts

Posted

დღესდღეობით მიმდინარე წლის ყველაზე დიდი მოლოდინის და ინტერესის გამომწვევი სმარტფონებია Pixel 6 და Pixel 6 Pro. Google-მა გააზიარა სამომავლო სმარტფონების ზოგიერთი მახასიათებელი, რომელთაგან უმთავრესია საფირმო ჩიპსეტი Tensor. ეს გახლავთ სმარტფონებისთვის განკუთვნილი, Google-ის პირველი სრულფასოვანი ერთკრისტალიანი პლატფორმა, რაც საკმაოდ დამაინტრიგებელი: შეძლებს თუ ვერა კომპანია დაუპირისპირდეს უფრო მეტად გამოცდილ Qualcomm-ს, MediaTek-ს ან Samsung-ს? 

image.jpeg 

წყარო: theverge.com 

ახალი ჩიპი სამომავლო სმარტფონების ერთ-ერთი საინტერესო დეტალი იქნება. არსებული მონაცემების თანახმად მის წარმოებაში Samsung მონაწილეობდა. Tensor-ში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ამოცანების დამუშავებისთვის საჭირო წარმადობის ოპტიმიზაციას. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი თაობის Pixel-ის გამოშვებისას Google-მა საფირმო სმარტფონებში დანერგა ფუნქციები, რომლებიც დამყარებული იყო ისეთ მანქანურ სწავლებებზე, როგორებიცაა HDR+ და Night Sight, შედეგად მიიღწეოდა მაღალი ხარისხის ფოტოგადაღება. მიიჩნევა, რომ Pixel 6 სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება კიდევ უფრო ვრცელი შესაძლებლობები მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღებისთვის. 

image.jpeg 

წყარო: theverge.com 

სხვა დეტალების პარალელურად, Tensor-ს გააჩნია მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაფართოებული საშუალებები დაშიფვრის გასაღებ Titan M2-ის გამოყენების წყალობით. რაც შეეხება წარმადობას, Google-ს ჯერჯერობით არ გაუზიარებია ჩიპსეტის ტესტირების შედეგები, თუმცა ბევრი წყარო ვარაუდობს, რომ Tensor წარმადობით Apple-ის ჩიპებს გაუტოლდება. 

მოსალოდნელია, რომ Pixel 5-სგან განსხვავებით ახალი Google Pixel 6 და 6 Pro ფლაგმანური სმარტფონები იქნება, რაც, ბუნებრივია, მათ ფასზეც აისახება. ანალიტიკოსების ვარაუდით, Pixel 6 Pro-ს ღირებულება 1000 აშშ დოლარს გადააჭარბებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.