Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung-ის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს 200-ფენიანი V-NAND ტიპის ფლეშ-მეხსიერებაზე წარმატებული მუშაობის შესახებ. ეს იქნება ამ ტიპის პირველი ჩიპები მთელ ინდუსტრიაში. 

image.jpeg 

წყარო: kedglobal.com 

ღონისძიებაზე სამხრეთკორეულმა გიგანტმა ისაუბრა 54%-იანი ოპერაციული მოგების, აგრეთვე გაყიდვების 20%-იანი ზრდის შესახებ, რაც მიღწეულ იქნა ელექტრონული კომპონენტების წარმოების ძირითადი ბიზნესის წყალობით. უახლოეს დროში ეს მაჩვენებლები გაზრდება, თუმცა მიწოდების შეფერხება შესაძლოა შენარჩუნდეს COVID-19-ის პანდემიის გამო. 

Samsung-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და მეხსიერების მოდულების საწარმოო ქვეგანყოფილების კურატორმა Han Jin-man-მა განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე შეიმუშავა მე-8 თაობის 200-შრიანი (ეს რიცხვი შესძლოა კიდევ გაიზარდოს) V-NAND მეხსიერების ჩიპები, რომლებიც ამჟამად ბაზარზე გასვლისთვის მზადდება. „176-ფენიანი ჩიპები დარჩება ძირითად NAND-პროდუქტებად 2022 წლამდე. დამტკიცებული ათწლიანი გეგმის თანახმად ჩვენ ვმუშაობთ მომდევნო თაობის V-NAND ჩიპებზე“ - აღნიშნა Jin-man-მა. 

Samsung აუმჯობესებს V-NAND ფლეშ-მეხსიერების ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს თავისი ლიდერობა და გააძლიეროს კონკურენცია უახლოეს კონკურენტთან, ამერიკულ კომპანია Micron-თან, რომელმაც გასულ ნოემბერში გამოუშვა მსოფლიოში პირველი 176-ფენიანი NAND ჩიპები. წლის მეორე ნახევარში Samsung გეგმავს SSD-ების გამოშვებას 176-ფენიან V-NAND ჩიპებზე დაყრდნობით, რომლებსაც, კომპანიის განცხადებით, ექნებათ ინდუსტრიაში ყველაზე პატარა მეხსიერების უჯრედები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.