Magdalena Posted August 5, 2021 Posted August 5, 2021 Samsung-ის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს 200-ფენიანი V-NAND ტიპის ფლეშ-მეხსიერებაზე წარმატებული მუშაობის შესახებ. ეს იქნება ამ ტიპის პირველი ჩიპები მთელ ინდუსტრიაში. წყარო: kedglobal.com ღონისძიებაზე სამხრეთკორეულმა გიგანტმა ისაუბრა 54%-იანი ოპერაციული მოგების, აგრეთვე გაყიდვების 20%-იანი ზრდის შესახებ, რაც მიღწეულ იქნა ელექტრონული კომპონენტების წარმოების ძირითადი ბიზნესის წყალობით. უახლოეს დროში ეს მაჩვენებლები გაზრდება, თუმცა მიწოდების შეფერხება შესაძლოა შენარჩუნდეს COVID-19-ის პანდემიის გამო. Samsung-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და მეხსიერების მოდულების საწარმოო ქვეგანყოფილების კურატორმა Han Jin-man-მა განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე შეიმუშავა მე-8 თაობის 200-შრიანი (ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს) V-NAND მეხსიერების ჩიპები, რომლებიც ამჟამად ბაზარზე გასვლისთვის მზადდება. „176-ფენიანი ჩიპები დარჩება ძირითად NAND-პროდუქტებად 2022 წლამდე. დამტკიცებული ათწლიანი გეგმის თანახმად ჩვენ ვმუშაობთ მომდევნო თაობის V-NAND ჩიპებზე“ - აღნიშნა Jin-man-მა. Samsung აუმჯობესებს V-NAND ფლეშ-მეხსიერების ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს თავისი ლიდერობა და გააძლიეროს კონკურენცია უახლოეს კონკურენტთან, ამერიკულ კომპანია Micron-თან, რომელმაც გასულ ნოემბერში გამოუშვა მსოფლიოში პირველი 176-ფენიანი NAND ჩიპები. წლის მეორე ნახევარში Samsung გეგმავს SSD-ების გამოშვებას 176-ფენიან V-NAND ჩიპებზე დაყრდნობით, რომლებსაც, კომპანიის განცხადებით, ექნებათ ინდუსტრიაში ყველაზე პატარა მეხსიერების უჯრედები. https://bit.ly/3j63DTG Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.