Magdalena Posted August 4, 2021 Posted August 4, 2021 სააგენტო Reuters აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელ ლაელ ბრაინარდის შეტყობინებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს სააგენტო ხედავს ოფიციალური ციფრული ვალუტის გამოშვების უპირატესობასა და მიზანშეწონილობას როგორც საერთაშორისო ანგარიშსწორების, ასევე შიდა მიმოქცევის თვალსაზრისით. აშშ დოლარის დომინირება საერთაშორისო ანგარიშსწორებებში, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს ბაზრის მსხვილი მონაწილეების მიერ ციფრული ვალუტების გამოშვების შემთხვევაში. შეერთებული შტატების ხელისუფლებას არ სურს ასეთი სცენარის დაშვება. ისინი სექტემბრის დასაწყისში დაიწყებენ საჯარო განხილვებს ოფიციალური ციფრული ვალუტის გამოშვების პროექტზე. საერთაშორისო ანგარიშსწორების ჯაჭვში, რომელიც საკმაოდ დამაბნეველი და გაუმჭვირვალეა, ციფრული ვალუტების გამოყენება შეიძლება იყოს მომგებიანი - თვლის ფედერალური რეზერვების სისტემა. ციფრული დოლარის ბრუნვას აშშ-ის შიდა ბაზარზე, ფედერალური სარეზერვო სისტემის მოსაზრების თანახმად, ასევე აქვს აზრი. პირველ რიგში, ის არ ჩამოართმევს მოქალაქეებს წვდომას ოფიციალურ საანგარიშსწორებო საშუალებაზე იმ პირობებში, როდესაც ალტერნატიული კრიპტოვალუტები პოპულარობას მოიპოვებენ. მეორეც, ოფიციალური ციფრული ვალუტა ანგარიშსწორების უფრო სწრაფ შესაძლებლობას მიანიჭებს იმ მოქალაქეებს, რომელთაც საბანკო ანგარიშები არ გააჩნიათ. https://bit.ly/3lmPYtZ
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now