Magdalena Posted August 3, 2021 Posted August 3, 2021 კრიპტოვალუტების ბაზრის მონაწილეებმა დაიწყეს Bitcoin-ის მასიური გატანა უმსხვილეს კრიპტო-ბირჟა Binance-იდან. 15 წუთის განმავლობაში გატანილ იქნა 1.2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების Bitcoin-ი. რატომ ხდება ასე, დაზუსტებით ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ექსპერტები სულ მცირე ოთხ მიზეზს ასახელებენ. 28 ივლისს დაფიქსირდა კრიპტოვალუტის უმსხვილესი ნაკადის გადინება Binance-დან. ინვესტორებმა გაიტანეს დაახლოებით 30 ათასი BTC. წინადღით კი გავიდა 13 800 BTC - დაახლოებით 550 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. ექსპერტების განცხადების თანახმად ინვესტორების ამგვარი ქცევა შესაძლებელია სხვადასხვანაირად აიხსნას. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს უბრალოდ სურვილთან - უზრუნველყონ აქტივების უსაფრთხოება სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან უმსხვილესი ბირჟების მიმართ შეტევების ფონზე. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს FTX-ის გეგმები, რომ შეიძინოს ათეულობით ფინანსური გრანდი, როგორც ეს განაცხადა კრიპტო დერივატივების ბირჟის გენერალურმა დირექტორმა. გარდა ამისა, Bitcoin-ის უეცარი მკვეთრი გადინება შეიძლება იყოს მარტივი პიარ-აქცია ციფრული ვალუტის კურსის აღდგენის დასაჩქარებლად. ზოგიერთი ექსპერტი ინვესტორების ასეთ ქცევას განმარტავს, როგორც პროტესტს Binance-ის ახალი წესების მიმართ ფულის გატანის შესახებ. შეგახსენებთ, ადრე შესაძლებელი იყო დღე-ღამეში 2 BTC-ის გატანა, შემდეგ კი ლიმიტი გამკაცრდა. ამჟამად დღე-ღამეში შესაძლებელია არაუმეტეს 0.06 BTC-ის მიღება. აღსანიშნავია, რომ 26 ივლისს მოხდა Bitcoin-ის კურსის თვალშისაცემი ნახტომი: კრიპტოვალუტის ფასი 34 ათასიდან 40 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. მომდევნო დღეს Bitcoin-ი 3 ათასი აშშ დოლარით შემცირდა, შემდეგ კი ფასი კვლავ დაუბრუნდა 40 ათას აშშ დოლარიან დონეს. https://bit.ly/3zNMyog Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.