Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტოვალუტების ბაზრის მონაწილეებმა დაიწყეს Bitcoin-ის მასიური გატანა მსხვილეს კრიპტო-ბირჟა Binance-იდან. 15 წუთის განმავლობაში გატანილ იქნა 1.2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების Bitcoin-ი. რატომ ხდება ასე, დაზუსტებით ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ექსპერტები სულ მცირე ოთხ მიზეზს ასახელებენ. 

image.jpeg 

28 ივლისს დაფიქსირდა კრიპტოვალუტის უმსხვილესი ნაკადის გადინება Binance-დან. ინვესტორებმა გაიტანეს დაახლოები 30 ათასი BTC. წინადღით კი გავიდა 13 800 BTC - დაახლოებით 550 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. 

ექსპერტების განცხადების თანახმად ინვესტორების ამგვარი ქცევა შესაძლებელია სხვადასხვანაირად აიხსნას. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს უბრალოდ სურვილთან - უზრუნველყონ აქტივების უსაფრთხოება სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან უმსხვილეს ბირჟების მიმართ შეტევების ფონზე. 

ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს FTX-ის გეგმები, რომ შეიძინოს ათეულობით ფინანსური გრანდი, როგორც ეს განაცხადა კრიპტო დერივატივების ბირჟის გენერალურმა დირექტორმა. გარდა ამისა, Bitcoin-ის უეცარი მკვეთრი გადინება შეიძლება იყოს მარტივი პიარ-აქცია ციფრული ვალუტის კურსის აღდგენის დასაჩქარებლად. 

ზოგიერთი ექსპერტი ინვესტორების ასეთ ქცევას განმარტავს, როგორც პროტესტს Binance-ის ახალი წესების მიმართ ფულის გატანის შესახებ. შეგახსენებთ, ადრე შესაძლებელი იყო დღე-ღამეში 2 BTC-ის გატანა, შემდეგ კი ლიმიტი გამკაცრდა. ამჟამად დღე-ღამეში შესაძლებელია არაუმეტეს 0.06 BTC-ის მიღება. 

ღსანიშნავია, რომ 26 ივლისს მოხდა Bitcoin-ის კურსის თვალშისაცემი ნახტომი: კრიპტოვალუტის ფასი 34 აასიდან 40 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. მომდევნო დღეს Bitcoin-ი 3 ათასი აშშ დოლარით შემცირდა, შემდეგ კი ფასი კვლავ დაუბრუნდა 40 ათას აშშ დოლარიან დონეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.