Jump to content

Recommended Posts

Posted

ღონისძიება Chinajoy 2021-ზე კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარადგინა საშუალო ფასის დიაპაზონის ახალი გრაფიკული ადაპტერი Radeon RX 6600 XT. 

რესურს VideoCardz-ის მონაცემების თანახმად ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6600 XT დამყარებულია სრულფასოვან გრაფიკულ პროცესორ Navi 23 XT-ზე, აქვს 2048 ნაკადური პროცესორი და ფუნქციონირებს 2359/2589 მჰც სიხშირეზე გეიმინგ/Boost რეჟიმებში. 

image.jpeg 

გარდა ამისა, ვიდეო დაფას აქვს 8 გბ GDDR6 ტიპის ვიდეომეხსიერება ეფექტური 16 გჰც სიხშირით და 128-ბიტიანი სალტით, აგრეთვე 32 მბ Infinity Cache. TDP-ის დონე 160 ვატს შეადგენს, ხელმისაწვდომია ერთი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. 

AMD-ის სპეციალისტების მიერ წარმოებული ტესტების შედეგების თანახმად ახალი მოდელი კონკურენტ NVIDIA GeForce RTX 3060-ს აღემატება თანამედროვე თამაშების უმეტესობაში - საშუალოდ ახალი ვიდეო დაფა 15%-ით უსწრებს ოპონენტს და უმნიშვნელოდ ჩამორჩება მხოლოდ Horizon Zero Dawn თაითლში. უნდა აღინიშნოს, რომ ტესტირებები ჩატარდა 1080p გაფართოებაზე გრაფიკის ხარისხის მაქსიმალურ პარამეტრებზე და გამოყენებული იყო ტექნოლოგია Smart Access Memory/Resizable BAR. 

image.jpeg 

გარდა ამისა, „წითელი გუნდის“ მკვევარებმა Radeon RX 6600 XT დაფის წარმადობის დონე შეადარეს მის წინამორბედ Radeon 5600 XT მოდელს გეიმინგ-აპლიკაციებში და აღნშნეს ახალი დაფის 1.4-1.7-ჯერ მეტი უპირატესობა. 

image.jpeg 

მწარმოებელი კომპანიები უკვე ემზადებიან Radeon RX 6600 XT-ს დებიუტისთვის, რომელიც 11 აგვისტოს უნდა შედგეს და ამზადებენ უამრავ მოდელს - კომპაქტურ ფორმ-ფაქტორ Mini-ITX-იდან დაწყებული - სამი ქულერით აღჭურვილი, მაღალი წარმადობის გრაფიკული ადაპტერებით დამთავრებული. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Radeon RX 6600 XT ვიდეო დაფის სარეკომენდაციო ფასი 379 აშშ დოლარიდან იწყება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.