Magdalena Posted August 3, 2021 Posted August 3, 2021 ღონისძიება Chinajoy 2021-ზე კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარადგინა საშუალო ფასის დიაპაზონის ახალი გრაფიკული ადაპტერი Radeon RX 6600 XT. რესურს VideoCardz-ის მონაცემების თანახმად ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6600 XT დამყარებულია სრულფასოვან გრაფიკულ პროცესორ Navi 23 XT-ზე, აქვს 2048 ნაკადური პროცესორი და ფუნქციონირებს 2359/2589 მჰც სიხშირეზე გეიმინგ/Boost რეჟიმებში. გარდა ამისა, ვიდეო დაფას აქვს 8 გბ GDDR6 ტიპის ვიდეომეხსიერება ეფექტური 16 გჰც სიხშირით და 128-ბიტიანი სალტით, აგრეთვე 32 მბ Infinity Cache. TDP-ის დონე 160 ვატს შეადგენს, ხელმისაწვდომია ერთი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. AMD-ის სპეციალისტების მიერ წარმოებული ტესტების შედეგების თანახმად ახალი მოდელი კონკურენტ NVIDIA GeForce RTX 3060-ს აღემატება თანამედროვე თამაშების უმეტესობაში - საშუალოდ ახალი ვიდეო დაფა 15%-ით უსწრებს ოპონენტს და უმნიშვნელოდ ჩამორჩება მხოლოდ Horizon Zero Dawn თაითლში. უნდა აღინიშნოს, რომ ტესტირებები ჩატარდა 1080p გაფართოებაზე გრაფიკის ხარისხის მაქსიმალურ პარამეტრებზე და გამოყენებული იყო ტექნოლოგია Smart Access Memory/Resizable BAR. გარდა ამისა, „წითელი გუნდის“ მკვლევარებმა Radeon RX 6600 XT დაფის წარმადობის დონე შეადარეს მის წინამორბედ Radeon 5600 XT მოდელს გეიმინგ-აპლიკაციებში და აღნიშნეს ახალი დაფის 1.4-1.7-ჯერ მეტი უპირატესობა. მწარმოებელი კომპანიები უკვე ემზადებიან Radeon RX 6600 XT-ს დებიუტისთვის, რომელიც 11 აგვისტოს უნდა შედგეს და ამზადებენ უამრავ მოდელს - კომპაქტურ ფორმ-ფაქტორ Mini-ITX-იდან დაწყებული - სამი ქულერით აღჭურვილი, მაღალი წარმადობის გრაფიკული ადაპტერებით დამთავრებული. ფოტოს წყარო: VideoCardz Radeon RX 6600 XT ვიდეო დაფის სარეკომენდაციო ფასი 379 აშშ დოლარიდან იწყება. https://bit.ly/3la2EV0 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.