Jump to content

Recommended Posts

Posted

ტაივანურმა კომპანია TSMC-იმ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო ნებართვა, რომ ააშენოს ახალი მოწინავე საწარო ტაივანის ჩრდილო-დასავლეთში, რომელიც 2-ნანომეტრიან პროდუქციას გამოუშვებს. როგორც რესურსი Nikkei Asian Review აღნიშნავს, ამ საწარმოს მშენებლობა დაიწყება მომდევნო წლის დასაწყისში, სინჩჟუს რაიონში, ტექნოლოგიური აღჭურვილობის მონტაჟი კი განხორციელდება 2023 წელს.  

image.jpeg 

საწარმო დაიკავებს 20 ჰექტარზე მეტ ფართობს და ყოველდღე მოიხმარს 98 ტონა წყალს. ეს გახლავთ 2020 წელს TSMC-ის ყველა საწარმოს მიერ მოხმარებული წყლის რესურსის დაახლოებით ნახევარი. ათწლეულის შუა პერიოდში ტექნიკური წლის 10%-მდე გამოყენებული იქნება ამ საწარმოში ხელმეორედ, 2030 წლისთვის კი 100%-ს მიაღწევს.  

ტაივანის ხელისუფლებამ ცხადყო, რომ მზად არიან კომპანიას ხელი შეუწყონ კუნძულზე ყველაზე მოწინავე წარმოების შენარჩუნებაში, ამავე დროს კომპანია აპირებს სხვა ქვეყნებშიც აითვისოს უფრო მომწიფებული კომპონენტების გამოშვება. ამერიკული საწარმო გამოუშვებს 5-ნანომეტრიან პროდუქციას, იაპონიაში თუ მსგავსი ქარხანა აშენდება, იგი ორიენტირდება 28-ნანომეტრიან კომპონენტებზე, ევროპის ტერიტორიაზე საწარმოების მშენებლობის გეგმები კი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.