Jump to content

Recommended Posts

Posted

ეს იქნება „განსახიერებული ინტერნეტი“, სადაც მფლობელებს წვდომა ექნებათ სხვადსხვა მოწყობილობაზე: კომპიუტერებიდან დაწყებული მობილური გაჯეტებითა და გეიმინგ კონსოლებით დამავრებული. იგი ერთდროულად რამდენიმე პლატფორმას გააერთიანებს. 

პოპულარული სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა გააზიარა სამომავლო გეგმები. როგორც აღმოჩნდა, უახლოესი ხუთი წელი „ცხელი იქნება“, რადგანაც ეს პერიოდი მოიცავს ქსელური „მეტასამყაროს“ შექმნის გეგმას. 

საინფორმაციო რესურს The Verge-ის ინფორმაციით, ცუკერბერგი აპირებს წარადგინოს ე.წ. განსახიერებული ინტერნეტი, რომელიც სივრცეში სრულად ჩაძირვის შეგრძნებას შექმნის. მაგალითის სახით ცუკერბერგს მოჰყავს ვირტუალური 3D-კონცერტი, როგორც პერსპექტიული ფორმატი. 

image.jpeg 

ამავდროულად, იდეის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის მხოლოდ VR, არამედ ვირტუალური სამყაროს ბევრად უფრო რთული კომპონენტი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მაქსიმალური ჩაღრმავების ეფექტი, როგორც ყველაზე საინტერესო ფორმატი მომხმარებლისთვის (ბოლოს და ბოლოს, დღესდღეობით ტყუილად არ იდება ასეთი ინვესტიციები ტექნოლოგიაში). ცუკერბერგმა ასევე დააანონსა ერთდროულად რამდენიმე პლატფორმის გამოყენება საკუთარი „მეტასამყაროს“ შექმნისთვის და მას პირობითად ჰიბრიდული პროდუქტი უწოდა. 

ქვე უნდა აღინიშნოს „უსასრულო ოფისი“ – Facebook-ის დამფუძნებლის კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, რომელიც მისი განმარტებით ვირტუალურ სივრცეში შექმნის სხვადასხვა სამუშაო ადგილს, შესაძებელი იქნება თანამშრომლების ნებისმიერ ადგილას „გადაყვანა“ ვირტუალური ჰოლოგრამის სახით, მიუხედავად მათი ფაქტობრივი ადგილმდებარეობას. 

როგორ და რატომ - ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ თავად ცუკერბერგი გვპირდება მომხდარი რეალობის სრულ აღქმას. იგი დარწმუნებულია, რომ ასეთი ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რა გაჯეტები ექნებათ ხელთ. 

მ გეგმებზე კომენტარი გააკეა ცნობილმა ექსპერტმა ვერიტი მაკინტოშმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამგვარი მასშტაბის ახალი VR-ტექნოლოგიების დანერგვა Facebook-ისთვის ნამდვილი ოქროს საბადო გახდება. ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ გეგმების პრაქტიკულ რეალიზებას. 

  • 1 year later...

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.