Jump to content

Recommended Posts

Posted

ღონისძიება Intel Accelerated-ზე, რომელიც ეძღვნებოდა საწარმოო გეგმებს, კომპანია Intel-მა დაასახელა კონტრაქტული წარმოების ახალ ბიზნეს Intel Foundry Services-ის (IFS) პირველი მსხვილი დამკვეთი. აღმოჩნდა, რომ ეს არის კომპანია Qualcomm. გარდა ამისა, Intel-ის მომსახურების გამოყენება მოისურვა Amazon-ის ქლაუდ-განყოფილება AWS-მა. 

image.png 

Qualcomm განსაკუთრებით ცნობილია მობილურ პროცესორ Snapdragon-ის წარმოებით, რომელზეც მუშაობს წამყვანი მწარმოებელი კომპანიების Android-სმატფონების უმეტესობა. იგი უახლოეს წლებში დაიწყებს საკუთარი ჩიპების წარმოებას Intel-ის საწარმოო ობიექტებში. კომპანია აპირებს Intel-ს დაუკვეთოს ჩიპების წარმოება ახალი, Intel 20A ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით, რომელიც ზემოთხსენებულ ღონისძიებაზე დაანონსდა. 

Qualcomm-ისთვის კონკრეტულად რომელ პროდუქტებს დაამზადებს Intel და როდის მოხდება ეს - ამჟამად უცნობია. ტექნოპროცესი Intel 20A, რომელშიც გამოყენებული იქნება ახალი GAA-ტრანზისტორები RibbonFET, უნდა ამოქმედდეს 2024 წელს. „მოხარულნი ვართ, რომ გამოგვიჩნდა კიდევ ერთი მოწინავე საწარმოო პარტნიორი, IFS, რომელიც შეძლებს ჩიპების წარმოებას ადგილობრივ ამერიკულ ფაბრიკებში“ - განაცხადა Qualcomm-ის გენერალურმა დირექტორმა Cristiano Amon-მა. 

image.png 

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ IFS საწარმოო განყოფილებას მეორე მსხვილი მომხმარებელიც გამოუჩნდა - Amazon Web Services. ქლაუდ-პროვაიდერი გეგმავს შეუკვეთოს ჩიპების შეფუთვა Intel-ის საფირმო ტექნოლოგიის გამოყენებით, თუმცა თავად ნახევრადგამტარ კრისტალებს Amazon-ისთვის გარე მწარმოებელი დაამზადებს. 

„ამჟამად წარმოდგენილი ინოვაციები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის მომხმარებლებისთვის ნახევრადგამტარ კონტრაქტულ წარმოებაში“ - განაცხადა Intel-ის ხელმძღვანელმა Pat Gelsinger-მა. – „IFS-ის მიმართ დაინტერესება დიდია და მოხარული ვარ, რომ დღეს გამოვაცხადეთ პირველი ორი მსხვილი დამკვეთი“. 

გარე მომხმარებლებისთვის ნახევრადგამტარი პროდუქციის კონტრატული წარმოების განვითარება წარმოადგენს Intel-ის ახალი ხელმძღვანელის, პეტ გელსინგერის დიდი გეგმის ნაწილს, რომლის მიხედვით კომპანია გარდაიქმნება და დაუბრუნდება ინდუსტრიის ლიდერ პოზიციას. და როგორც ჩანს, ამ გეგმას უკვე მოაქვს შედეგი. Qualcomm-ისა და Amazon-ის პარალელურად IFS-ის მომხმარებლად გახდომის სურვილი ასზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.