Magdalena Posted July 30, 2021 Posted July 30, 2021 ღონისძიება Intel Accelerated-ზე, რომელიც ეძღვნებოდა საწარმოო გეგმებს, კომპანია Intel-მა დაასახელა კონტრაქტული წარმოების ახალ ბიზნეს Intel Foundry Services-ის (IFS) პირველი მსხვილი დამკვეთი. აღმოჩნდა, რომ ეს არის კომპანია Qualcomm. გარდა ამისა, Intel-ის მომსახურების გამოყენება მოისურვა Amazon-ის ქლაუდ-განყოფილება AWS-მა. Qualcomm განსაკუთრებით ცნობილია მობილურ პროცესორ Snapdragon-ის წარმოებით, რომელზეც მუშაობს წამყვანი მწარმოებელი კომპანიების Android-სმარტფონების უმეტესობა. იგი უახლოეს წლებში დაიწყებს საკუთარი ჩიპების წარმოებას Intel-ის საწარმოო ობიექტებში. კომპანია აპირებს Intel-ს დაუკვეთოს ჩიპების წარმოება ახალი, Intel 20A ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით, რომელიც ზემოთხსენებულ ღონისძიებაზე დაანონსდა. Qualcomm-ისთვის კონკრეტულად რომელ პროდუქტებს დაამზადებს Intel და როდის მოხდება ეს - ამჟამად უცნობია. ტექნოპროცესი Intel 20A, რომელშიც გამოყენებული იქნება ახალი GAA-ტრანზისტორები RibbonFET, უნდა ამოქმედდეს 2024 წელს. „მოხარულნი ვართ, რომ გამოგვიჩნდა კიდევ ერთი მოწინავე საწარმოო პარტნიორი, IFS, რომელიც შეძლებს ჩიპების წარმოებას ადგილობრივ ამერიკულ ფაბრიკებში“ - განაცხადა Qualcomm-ის გენერალურმა დირექტორმა Cristiano Amon-მა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ IFS საწარმოო განყოფილებას მეორე მსხვილი მომხმარებელიც გამოუჩნდა - Amazon Web Services. ქლაუდ-პროვაიდერი გეგმავს შეუკვეთოს ჩიპების შეფუთვა Intel-ის საფირმო ტექნოლოგიის გამოყენებით, თუმცა თავად ნახევრადგამტარ კრისტალებს Amazon-ისთვის გარე მწარმოებელი დაამზადებს. „ამჟამად წარმოდგენილი ინოვაციები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის მომხმარებლებისთვის ნახევრადგამტარ კონტრაქტულ წარმოებაში“ - განაცხადა Intel-ის ხელმძღვანელმა Pat Gelsinger-მა. – „IFS-ის მიმართ დაინტერესება დიდია და მოხარული ვარ, რომ დღეს გამოვაცხადეთ პირველი ორი მსხვილი დამკვეთი“. გარე მომხმარებლებისთვის ნახევრადგამტარი პროდუქციის კონტრაქტული წარმოების განვითარება წარმოადგენს Intel-ის ახალი ხელმძღვანელის, პეტ გელსინგერის დიდი გეგმის ნაწილს, რომლის მიხედვით კომპანია გარდაიქმნება და დაუბრუნდება ინდუსტრიის ლიდერ პოზიციას. და როგორც ჩანს, ამ გეგმას უკვე მოაქვს შედეგი. Qualcomm-ისა და Amazon-ის პარალელურად IFS-ის მომხმარებლად გახდომის სურვილი ასზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. https://bit.ly/3y3iIeW Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.