Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ტექნოლოგიური გიგანტი Amazon გეგმავს პირველი კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების მხარდაჭერის დამატებას მიმდინარე წლის ბოლომდე, წერს გამომცემლობა City A.M ინსაიდერულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

„ეს არ არის უბრალოდ კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებისთვის საჭირო სამომავლო პროცესი. ეს გახლავთ სრულფასოვანი, კარგად განხილული, Amazon-ის სამომავლო მუშაობის მექანიზმის განუყოფელი ნაწილი“ - განაცხადა წყარომ. 

მისი თქმით, Bitcoin კომპანიის კრიპტოსავალუტო ამციბიების რეალიზაციის პირველი ნაბიჯია. Amazon-ის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ სხვა ცნობილი ციფრული აქტივების მხარდაჭერასაც აპირებს: 

„სამომავლო გეგმაში იქნება Ethereum, Cardano და Bitcoin Cash, შედეგად Amazon დაამატებს დაახლოებით რვა ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის მხარდაჭერას“. 

წყარო ამტკიცებს, რომ ინიციატივა „მოდის ზემოდან, ჯეფ ბეზოსისგან“ და პროექტი „ამოქმედებისთვის პრაქტიკულად მზადაა“. მისივე თქმით, კომპანიამ შესაძლოა საკუთარი ტოკენიც გამოუშვას: 

„ეს იქნება მრავალდონიანი ინფრასტრუქტურა, სადაც შესაძლებელი იქნება პროდუქციისა და სერვისის საფასურის გადახდა ლოიალობის პროგრამის ფარგლებში გამომუშავებული ტოკენების მეშვეობით“. 

2019 წლის აგვისტოში Amazon-მა LinkedIn-ზე განათავსა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის ვაკანსია, რომელიც სხვა მოვალეობებთან ერთად უნდა დაკავებულიყო „ბლოკჩეინ-სამუშაოებით“. მოგვიანებით კომპანიამ ვაკანსიის ტექსტიდან წაშალა მოხსენიებული „ბლოკჩეინი“ საინფორმაციო მედია-საშუალებებში ატეხილი აჟიოტაჟის გამო. 

მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეგანყოფილება Amazon Digital and Emerging Payments-მა გამოაცხადა დეველოპერებისა და ინჟინრების შეკრება მექსიკაში ციფრულ ვალუტაში ანგარიშსწორების ახალი პროდუქტის შექმნისთის. 

დრე ქლად-გამოთვლების პლატფორმა Amazon Web Services-მა განათავსა დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში გამოცდილების მქონე ბლოკჩეინ-სპეციალისტის ვაკანსია. 

მიმდინარე თვეში ტექნოლოგიურმა გიგანტმა გადაწყვიტა დაიქირავოს პროდუქტების ხელმძღვანელი ციფრული აქტივებისა და ბლოკჩეინის სფეროში, რათა მან იმუშაოს Payments Acceptance & Experience-ში სიეტლიში, შტატ ვაშინგტონში. 

ღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Amazon-მა უარყო კრიპტოვალუტების გადახდის საშუალებად დამატების გეგმები ახლო მომავალში, თუმცა, როგორც ჩანს, გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხული არაფერია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.