Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე კვირაში საკუთარი ღონისძების დაგეგმვით კორპორაცია Intel-მა გადაწყვიტა აუდიტორიის ყურადღება გადაიტანოს AMD-ის კვარტალური ანგარიშიდან, რომელიც ამავე პერიოდში გამოქვეყნდება. CNBC-სთან ინტერვიუში Intel-ის გენერალურმა დირექტორმა პატრიკ გელსინგერმა (Patrick Gelsinger) განმარტა, რომ უახლოეს დღეებში ისაუბრებს კომპანიის გეგმებზე ახალი მომხმარებლებისა და ახალი ტექნოპროცესების გამოყენებასთან, აგრეთვე ელემენტების განთავსების ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. 

image.jpeg 

Intel-ის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია კომპანიის შესაძლებლობაში - დაიბრუნოს ტექნოლოგიური ლიდერობა 2024-2025 წლებისთვის. მისი თქმით, მან არსებულ ვითარებაში ვერ დაინახა განსაკუთრებული განსხვავება თებერვალში თანამდებობის დაკავებისა და ამჟამინდელ პერიოდს შორის. საერთო ჯამში, გელსინგერის განცხადებით, დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების გრაფიკი თებერვლიდან მოყოლებული უცვლელი დარჩა, თუმცა ლოკალური კორექტირებები მოხდა. Intel-ის გარდაუვალი ტრიუმფის საუკეთესო დამატკიცებელ საბუთად კომპანიის ხელმძღვანელი მიიჩნევს მის რიგებში ინდუსტრიის ვეტერანების დაბრუნების პროცესს. ისინი უბრალოდ აღფრთოვანებული არიან, რომ Intel-ის ახალი ინიციატივის ნაწილს წარმოადგენენ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.