Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD Radeon RX 6600 და RX 6600 XT ვიდეო დაფების ანონსი უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი, მათი სარეკომენდაციო ფასები არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად 299 და 349 აშშ დოლარი იქნება, შესაბამისად. ამის შესახებ განაცხადა რესურს Neowin-მა AMD-სთან დაახლოებული წყაროების ცნობებზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

წყარო: videocardz.com 

გამომცემლობის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მითითებული ფასები არ არის საბოლოო, დეფიციტისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით AMD-სა და NVIDIA-ს არაერთხელ შეუცვლიათ ფასები ოფიციალური ანონსის წინ. ცნობილია, რომ RX 6600 XT მოდელი უფრო მაღალ წარმადობას დემონსტრირებს, ვიდრე GeForce RTX 3060, რომლის ფასი 329 აშშ დოლარია, რეითრეისინგის მხრივ კი ოდნავ ჩამორჩება NVIDIA RTX 3060 Ti მოდელს, რომლის სარეკომენდაციო საცალო ფასია 399 აშშ დოლარი. თავდაპირველად AMD გეგმავდა RX 6600 XT დაფაზე 369 აშშ დოლარის დაწესებას, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტა ფასის შემცირება, რათა მომხმარებლებმა არჩევანი არ გააკეთონ RTX 3060 მოდელის სასარგებლოდ, რომლის მეხსიერების მოცულობა 12 გიგაბაიტია, RX 6600 XT დაფისა კი - 8 გბ. 

Neowin აღნიშნავს, რომ მითითებული სარეკომენდაციო ფასები პრაქტიკაში დიდი ალბათობით განსხვავებული იქნება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საუბარი ეხება ახალი ვიდეო დაფების ანონსში მონაწილე პარტნიორების მიერ წარმოებულ პროდუქციას. 

image.jpeg 

წყარო: videocardz.com 

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, მოსალოდნელია, რომ RX 6600 XT დაფაში წარმოდგენილი იქნება 32 CU (2048 ნაკადური პროცესორი) Navi 23, 128-ბიტიანი GDDR6 მეხსიერების მოცულობა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 8 გბ-ს შეადგენს. XT პრეფიქსის არმქონე მოდელის მეხსიერების მოცულობა იგივეა, თუმცა მასში მოცემული იქნება 1792 ნაკადური პროცესორი. AMD Radeon RX 6600 სერიის ვიდეო დაფების ანონსი მოსალოდნელია 30 ივლისს, უფროსი ვერსია გაყიდვაში 11 აგვისტოდან უნდა გამოვიდეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.