Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Ford გეგმავს უპილოტო ტაქსების გამოშვებას შეერთებული შტატების ორ ქალაქში, მაიამისა და ოსტინში. ახალი ტაქსების მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ სერვის Lyft-ის მომხმარებლებს. 

უპილოტო ტაქსები მუშაობენ Argo AI-ს ბაზაზე, რომელიც შეიქმნა Volkswagen-ისა და Ford-ის ერთობლივი ძალისხმევით. მანქანათმშენებელი კომპანია ავტონომიური ტაქსების სრულფასოვანი წარმოების დაწყებას მიმდინარე წლისთვის გეგმავდა, მაგრამ COVID-19-ის გამო გადაიდო.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Сarscoops 

Lyft-თან გარიგება ამ სტრატეგიის რეალიზაციის ერთ-ერთი ელემენტია. წლის ბოლომდე კომპანია უპილოტო ტაქსებს აამოქმედებს ოსტინში, მაიამის მაცხოვრებლები კი მათ გამოყენებას 2022 წლიდან შეძლებენ. ავტოპარკის საწყისი მოცულობა იქნება 100 ავტომობილი, სამომავლოდ კი კომპანია მათ გაზრდას ათასამდე აპირებს. 

გარდა ამისა, Lyft გახდება Ford-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი უპილოტო ტრანსპორტის განვითარებაში. სერვისი მიიღებს Argo-ს აქციების 2.5%-ს რობოტაქსების გამოყენების შესახებ მონაცემთა გაცვლის სანაცვლოდ. სამომავლოდ იგეგმება ამ ინფორმაციის გამოყენება ბიზნესის მასშტაბირებისთვის. 

გარიგება შესაძლოა მეტად მომგებიანი აღმოჩნდეს ტაქსების სერვისისთვის, თუკი Argo გავა IPO-ზე, რომლის ღირებულება 7 მლრდ აშშ დოლარია. ადრე დეველოპერებმა მიიღეს 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია - 1 მლრდ $ Ford-ისგან და 2.6 მლრდ $ - Volkswagen-ისგან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.