Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Chromebook CX9 წარმოდგენილია სტანდარტული ფორმ-ფაქტორის ლეპტოპის სახით. მას აქვს რამდენიმე კონფიგურაცია, ერთ-ერთ მათგანში მოცემულია მძლავრი პროცესორი Core i7-1165G7 ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპით Intel Iris Xe. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ-მდე მოცულობის მყარი დისკი. 

ლეპტოპის დისპლეი 14-დუიმიანია და მისი გაფართოება მოდიფიკაციის მიხედვით არის FullHD ან 4K. Full HD ფორმატის დისპლეის გააჩნია 100%-იანი sRGB ფერთა გამა და 400 ნიტი სიკაშკაშის მაჩვენებელი, 4K დისპლეის კი - 95%-იანი sRGB და 550 ნიტი სიკაშკაშე. 

ლეპტოპი ASUS Chromebook CX9 დამზადებულია ალუმინისგან, მოწყობილობის სისქე მხოლოდ 16 მილიმეტრს შეადგენს. გარდა ამისა, იგი შეესაბამება MIL-STD-810H სტანდარტს, უძლებს დაცემასა და დარტყმებს. ახალ ლეპტოპში არანაკლებ მნიშვნელოვანია ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა, რომელიც ASUS-ის განცხადების თანახმად 14 საათს შეადგენს. 

image.jpeg 

რაც შეეხება ASUS Chromebook Flip CX5 მოდელს, იგი მუშაობს პროცესორ Intel Core i7-1160G7-ზე, რომელიც გაცილებით მძლავრი, ვიდრე Chromebook CX9-ში არსებული ჩიპი. უფროსი ვერსიის მსგავსად ამ მოწყობილობასაც აქვს 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ SSD. დისპლეის გაფართოებაა მხოლოდ Full HD, მაგრამ იგი სენსორულია, რისი წყალობითაც Chromebook Flip CX5 შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პლანშეტის სახით. Chromebook Flip CX5 მოდელიც ალუმინსგანაა დამზადებული, თუმცა CX9-სთან შედარებით ოდნავ მძიმეა. 

ASUS Chromebook CX9 მოდელის ფასები შემდეგნაირია: მოდიფიკაცია Intel Core i3-1115G4 პროცესორით, 128 გბ SSD-ითა და 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით შეფასებულია 750 აშშ დოლარად, ხოლო მოდელი Core i7-1165G7 პროცესორით, 512 გბ SSD-ითა და 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით ASUS-ის ონლაინ მაღაზიაში 1150 აშშ დოლარი ღირს. რაც შეეხება ASUS Chromebook Flip CX5-ს, იგი ჯერჯერობით გაყიდვაში ხელმისაწვდომი არ არის, ფასი კი 1050 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ამ ფასის შესაბამისი კონკრეტული კონფიგურაცია ჯერ უცნობია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.