Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Google მიმდინარე წელს კვლავ წარადგენს ფლაგმანურ სმარტფონებს, თუმცა ისინი აგებული იქნება მობილურ პროცესორ 870-ს ბაზაზე და არა Snapdragon 888-ზე ან Snapdragon 888+-ზე. ამერიკული კომპანია აგრეთვე შეცვლის მოდელების დასახელებებს. უფროს ვერსიას მიენიჭება Pro პრეფიქსი XL-ის ნაცვლად. 

image.jpeg 

სმარტფონების შესახებ ინფორმაცია მოძიებულ იქნა Google Camera 8.3 APK-ის კოდში. უმცროს მოდელს ექნება Full HD+ ფორმატის დისპლეი, Pro ვარიანტს - WQHD+. ორივე შემთხვევაში გამოყენებული იქნება ორგანული შუქდიოდური (OLED) მატრიცა კადრის განახლების გაზრდილი სიხშირით. 

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ახალი თაობის Pixel-სმარტფონების ფოტოები (ფოტოზე), თუმცა უკვე ცნობილია, რომ ისინი Photoshop-ითაა გაკეთებული. მიუხედავად ამისა, Google Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ს ნამდვილად ექნება ძირითადი კამერა პერისკოპული ტელეობიექტივითა და 4K UHD ფორმატის ვიდეოგადაღების მხარდაჭერა 60 კადრი/წამში სიჩქარით. 

რაც შეეხება მობილურ პროცესორს, Snapdragon 870-ს აქვს Kryo 585 ბირთვები მაქსიმალური 3.2 გჰც სიხშირით, ასევე გრაფიკული კონტროლერი Adreno 650 და Snapdragon X55 მოდემი მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერით. ცალკრისტალიანი სისტემა იმუშავებს 8 გბ ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. სხვა მოდიფიკაციების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ხმაურდება. 

ამერიკული კომპანიის კიდევ ერთი სიახლეა მოდელი Google Pixel 5a 5G. იგი წარმოდგენილი იქნება მოძველებული ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 750G-თ, რომელიც 8-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით არის დამზადებული.  

image.png 

მოდელი Google Pixel 5a 5G. 

ამ მოდელს ექნება უკანა ბიომეტრიული სენსორი, 3840 მა/სთ მოცულობის ბატარეა 20-ვატიანი სადენიანი დამუხტვით და 6.2-დუიმიანი OLED დისპლეი. ძირითად კამერაში გამოყენებული იქნება ორი მოდული, მათი გაფართოებები ჯერ უცნობია. სმარტფონის მეხსიერების მოცულობა იქნება 6 გბ ოპერატიული და 128 გბ შიდა მეხსიერება. 

სამომავლო სმარტფონების ფასი არ გახმაურებულა. ბაზარზე პირველი გამოვა Google Pixel 5a 5G. მისი პრეზენტაცია შედგება მიმდინარე კვარტლის მეორე ნახევარში. Google Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ს ყიდვა შესაძლებელი გახდება შემოდგომაზე. სამივე სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციულ სისტემა Android 12-ით დამატებითი საფირმო პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.