Jump to content

Recommended Posts

Posted

საზოგადოებრივი მოხმარების დამტენი სადგურების ქსელის განვითარება მნშვნელოვნად განსაზღვრავს ელექტრომობილების პოპულარობას კონკრეტულ ადგილას, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მძღოლი ელექტრომობილის გავლის მარაგს სახლის ქსელიდან შეივსებს, ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს გზაზე დამუხტვა. ილონ მასკმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლიდან კომპანიის საფირმო დამტენი სადგურების ქსელზე წვდომას მიიღებენ სხვა მარკის ელექტრომობილების მფლობელები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Reuters 

ეს განცხადება Tesla-ს ხელმძღვანელმა ტრადიციულად Twitter-ის მეშვეობით გააკეთა და დაამატა, რომ დროთა განმავლობაში სხვა ბრენდის ელექტრომობილების მფლობელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიღებენ დამტენ სადგურებზე წვდომას. წვდომის ამგვარი დემოკრატიზაცია რომელი ქვეყნიდან დაიწყება მასკს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ადრე პრესამ ამ კონტექსტში ახსენა გერმანია, შვედეთი და ნორვეგია. ყოველ შემთხვევაში, გერმანიის ხელისუფლებამ Tesla-ს უკვე უბიძგა ამ ნაბიჯისკენ. 

Tesla-ს დამტენი სადგურების ქსელი მსოფლიოში 25 ათასზე მეტ სადგურს მოიცავს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი მარკის ელექტრომობილები შეძლებენ საჯარო დამტენებით სარგებლობას. როგორც ჩანს, შესაფერისი გადამყვანის გამოყენებისას პრობლემა არ შეექმნება უმეტესობას, თუმცა დატენვის ყველაზე აგრესიული რეჟიმები, რომლებიც მძღოლის დროს მნიშვნელოვნად ზოგავენ, სავარაუდოდ მხოლოდ Tesla-ს ელექტრომობილების პრეროგატივა იქნება. ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანია ელექტრომობილების მფლობელებს აკისრებს წუთობრივ ან კვტ/სთ-ში დაწესებულ გასადასახადს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.