Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ნიუ-იორკის ხელისუფლებამ გადაჭრით უარყო ეს იდეა, ხოლო ტეხასში, კენტუკსა და სამხრეთ დაკოტაში სიხარულით შეხვდნენ მსხვილი მაინინგ-კომპანიების გეგმებს ძველი საწარმოო ობიექტების შესყიდვის შესახებ. მაინერების ყურადღება მიიპყრო დახურულმა, მაგრამ არა მიტოვებულმა და დანგრეულმა ქარხნებმა, საწყობებმა და ელექტროსადგურებმა. სწორედ ასეთ ადგილებში გადავა გიგანტური მაინინგ ფერმები. 

თითქმის იდეალური გარიგება დადო კომპანია Core Scientific-მა, რომელმაც შეიძინა Levis-ის  ჯინსის ძველი საწარმო - იქ ხელმისაწვდომია ფართო, კარგად განიავებადი საამქროები და უახლოესი ჰიდროელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდების ექსკლუზიური ხაზი. მეორე კომპანიამ, Greenidge Generation-მა, შეისყიდა გაზის ძველი ელექტროსადგური მთლიანად და მოწყვიტა იგი გარე ელექტროქსელებს - მთელ ენერგიას დაიტოვებს თავისთვის და გამოიყენებს მაინინგისთვის. როდესაც თავად აწარმოებ ელექტროენერგიას, მაინინგის თვითღირებულება მეტად მიმზიდველი ხდება. 

image.jpeg 

კომპანია Foundry სხვა გზით წავიდა და სიმბოლურ ფასად გამოისყიდა Alcoa-ს დახურული ალუმინის ქარხანა. მას მოუწევს ენერგიის ყიდვა, სამაგიეროდ თავად აღჭურვილობა და კომპლექსი დაპროექტებულია ეფექტური გაგრილებისთვის, ამასთან შეიცავს უამრავ ელექტრო ქსელს - აქ შესაძლებელი იქნება მართლაც გიგანტური მაინინგ-ფერმის მოწყობა. თვითმფრინავების ძველი ანგარები, საწყობები, ელევატორები და დიდი შენობები მოულოდნელად მეტად მოთხოვნადი გახდა მაინერებს შორის, რადგან მათში მარტივია კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის განკუთვნილი ათიათასობით მუშა მოდულების გაგრილების ორგანიზება. 

შეერთებულ შტატებში არსებულ ყველა ყოფილ საწარმოო ობიექტს დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდებოდა, მრავალი გამომმუშავებელი სიმძლავრე ჯერ კიდევ მუშაობს, ან აღდგება მცირე შეკეთების შედეგად. მაინერების გარდა ამხელა მოცულობის ენერგია დიდი ხანია არავის სჭირდება, ამიტომ საფასო პოლიტიკა მათთვის ცალსახად მომგებიანი იქნება. ადგილობრივი ხელისუფლება თანახმაა - ლეგენდარული ქარხნები კვლავ დაუბრუნდებიან სიცოცხლეს, თუმცა ახალი სტატუსით. 

Posted

შეერთებული შტატები გახდებაო ვითომ ლიდერი ბიტკოინის და არა მარტო მაინინგში, იმის შემდეგ რაც დაიწყო სერიოზული შეზღუდვები ჩინეთში, მე როგორც ვიცი სულ პატარა აბიომის დატოვებას აპირებს ჩინეთის ხელისფულება იმ 100% რაც იყო ჯერ კიდევ მაისამდე, მგონი 10-12% ეგრე ეწერა სადღაც, თუმცა ამერიკის გარდა ეხლა რუსეთშიც სერიოზულათ იზრდება აბიომები და კაზახსტანშიც, რამე დიდი სხვაობა აღარაა მაგ ორ ქვეყნებს შორის ჰეშრეიტებში, შტატებში ჯერ სერიოზულათ ვერ ჯაბნიან მაგ ორ ქვეყანას, მარტო რამდენიმე % სხვაობა, თუმცა შეიძლება ეგ გაიზარდოს ნელ-ნელა, ამიტომ ძველი ელექტროსადგურების შესყიდვა ამ ეტაპზე შეიძლება ლოგიკურიც იყოს, რახან ამერიკაში ჩინეთთან განსხვავებით არის მაინინგის რეგულაცია და ბუნების დაცვის ორგანიზაციებიც აქტიურობენ, სადაც გინდა დიდი ფერმას ვერ გაუშვებ შტატებში, ზოგან სერიოზული შეზღუდვებია სადაც ისედაც დაბინძურებულია უკვე ბუნება იმ რეგიონებში

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.