Jump to content

Recommended Posts

Posted

სმარტფონების ეკრანების მუდმივი სრულყოფის მიუხედავად ისინი კვლავ მეტად მყიფეა და მტვრევადი. თუმცა როგორც ჩანს, ინდოეთის სამეცნიერო განათლებისა და კვლევის ინსტიტუტის (IISER ) მეცნიერები ამ პრობლემის გადაჭრასთან ახლოს არიან. მათ შექმნეს მყარი გამჭვირვალე მასალა, რომელიც თავისით აღდგება გაბზარვის შემთხვევაში. 

image.jpeg 

მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ თვითაღდგენის უნარის მქონე მასალებისა და მექანიზმების შექმნაზე. მაგალითად, ამერიკელმა სპეციალისტებმა შეძლეს მცირე რობოტის შექმნა, რომელსაც შეუძლია თავი განიკურნოს მაგნეტიზმის საშუალებით. თუმცა ასეთი პროდუქტების პოვნა პრაქტიკულ გამოყენებაში თითქმის შეუძლებელია, ისინი უფრო მეტად გვევლინება, როგორც უახლესი სამეცნიერ ნიმუშის დემონსტრაცია. მაგრამ IISER-ის მეცნიერებმა შექმნეს პროდუქტი, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება რეალური ექსპლუატაციის პირობებს. 

სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად მეცნიერებმა გამოიყენეს პიეზოელექტრული ორგანული მასალა, რომელიც მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრულად და პირიქით, რათა შეიქმნას ნემსის ფორმის კრისტალები, რომელთა სიგრძე არ აღემატება 2 მმ-ს, სიგანე კი - 0.2 მმ-ს. მასალი უნიკალური მოლეკულური სტრუქტურის გამო თითოეულ ბზარში მიზიდულობის ძალები კვლავ აერთიანებს მის ნაწილებს ისე, რომ რომ არ საჭიროებენ დამატებით გარე ფაქტორებს, მაგალიად სითბოს, რომელიც აუცილებელია თვითადღგენადი მასალების უმეტესობისთვის. 

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილი მასალა იდეალურია სმარტფონის ეკრანისთვის. მათი თქმით, ახალი მასალა ათჯერ უფრო მყარია ანალოგებთან შედარებით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყებენ მის გამოყენებას ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლები, ან საერთოდ დაიწყებენ თუ არა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.