Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურსი CNBC კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბაზრის მაინინგ სიმლავრეში ჩინეთის წლის შემცირება ჯერ კიდევ 2020 წელს შეინიშნა, სანამ ჩინეთის ხელისუფლება აკრძალვებს შემოიღებდა ხსენებულ საქმიანობაზე. 

image.jpeg 

წყაროს ინფორმაციით, ჩინეთის მიერ ამკრძალავი ზომების დაწესებამდე ქვეყნის წილი მაინერების მიერ გამოყენებულ გამომთვლელ სიმძლავრეში 46%-ს შეადგენდა. 2019 წლის სექტემბერში ეს წილი 75.5%-ს აღწევდა, ასე რომ აშკარაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, როგორც მაინერების უდიდესი „თავშესაფრის“, პოზიციის შესუსტება. უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით ლიდერი დიდი ალბათობით აშშ გახდება, იგი მეორე ადგილს იკავებს 17% წილით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით აშშ-ის ტერიტორიაზე მაინინგ-სისტემების გამომთვლელი სიმძლავრე ორნახევარჯერ გაიზარდა. 

ექსპერტების პროგნოზით, ამჟამად დაახლოებით 500 ათასი მაინინგ-მოწყობილობა ჩინეთიდან შეერებულ შტატებში მიგრაციას ცდილობს. თუ ამას შეძლებენ, 2022 წლის ბოლოს აშშ-ს ექნება მაინინგის პოტენციალი 40%. აშშ-ის წარმატებას ამ კონტექსტში ხელი შეუწყო სამთავრობო ფულადი რესურსების შემოდინებამ, რომელიც გამოიყო მოქალაქეებისა და ანტრეპრენერებისთვის პანდემიის ფონზე. სუბსიდიების მიმღები პირები ეძებდნენ მომგებიან ბიზნესში ფულის ჩადების მეთოდებს და მაინინგი ბევრი მათგანისთვის აღმოჩნდა შესაფერისი მიზანი. აშშ-ში ელექტროენერგიის საფასური ალტერნატიული ენერგეტიკის განვიარებასთან ერთად შემცირდება, თუნდაც ეს იყოს სუბსიდირებით განპირობებული, რაც დამატებითი სტიმული იქნება მაინინგ-ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.